ფეხბურთზე


დღეს შაბათია. დღეს დასვენების დღეა. პაკოს და თოკოს ფეხბურთი აქვთ. პაკო და თოკო ფეხბურთს თამაშობენ. პაკო და თოკო ფეხბურთს დინამოს ბავშვთა გუნდში თამაშობენ. დღეს `დინამო~ და `ავაზა~ თამაშობენ. `დინამოს~ ლურჯი ფორმა აქვს. `ავაზას~ მწვანე ფორმა აქვს. მსაჯს ყვითელი ფორმა აცვია.

თაკოც ფეხბურთზეა. ის არ თამაშობს. ის უყურებს თოკოს და პაკოს ფეხბურთის თამაშს. თაკოს გარდა ბევრი გოგო და ბევრი ბიჭი უყურებს ფეხბურთის თამაშს.

პაკო კარგი ფეხბურთელია. პაკო კარგად ურტყამს ბურთს. პაკოს კარგი დრიბლინგი აქვს. პაკომ დღეს `ავაზას~ ორი გოლი გაუტანა. ერთი პენალტით, ერთი კი - საჯარიმოთი.

თოკო მეკარეა. თოკო კარგი მეკარეა. მას კარგი ნახტომი აქვს. თოკომ დღეს რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი. Mმან სამი პირისპირ დარტყმა, ოთხი საჯარიმო და ერთი პენალტი მოიგერია.

თაკო პაკოს და თოკოს ფანია. იგი მთელი თამაშის განმავლობაში `დინამო-დინამოს” ყვიროდა. ბიჭებმაც დაუფასეს თაკოს გარჯა და გაიმარჯვეს. თოკო, თაკო და პაკო დღევანდელი დღით გახარებულები არიან და მხიარულად ბრუნდებიან სახლში ფეხბურთის მატჩიდან.