ცოტნეს და ძიძიას ცეკვა (ძ–ც–წ)
ცოტნე მოცეკვავეა. ძიძიაც მოცეკვავეა. ცოტნემ და ძიძიამ ცხრა წლის წინ დაიწყეს ცეკვა.
ცოტნე და ძიძია ცეკვავენ. ცოტნე და ძიძია ძალიან კარგად ცეკვავენ. ცოტნე და ძიძია ძალიან სწრაფად და სწორად ცეკვავენ. ცოტნეს და ძიძიას ცეკვა ცეკვის მასწავლებელმა ასწავლა. ცოტნეს და ძიძიას ძალიან მოსწონთ ცეკვის მასწავლებელი.
ცოტნე და ძიძია ძალიან წარმატებული მოცეკვავეები არიან. ცოტნე და ძიძია მეცხრე წელია, წარმატებულად ცეკვავენ. ცოტნე და ძიძია ცამეტი წლისები არიან. ცამეტი წლიდან ცხრა წელია, ცეკვავენ. ცოტნესაც და ძიძიასაც ძალიან მოსწონთ ცეკვა.
ცოტნემ და ძიძიამ წელს ძალიან ბევრი კონცერტი ჩაატარეს. ძიძიამ და ცოტნემ წელს მეოცე კონცერტი მოაწყვეს. გუშინწინ ჰქონდათ მეცხრამეტე კონცერტი. კონცერტი გუშინწინაც ძალიან წარმატებული იყო. თუმცა, დღეს გაცილებით წარმატებულად წარსდგნენ სცენაზე მაყურებლის წინაშე. კონცერტი ძალიან წარმატე-ბული გამოდგა.
დღეს კონცერტი მოეწყო ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში. კონცერტზე ცოტნემ და ძიძიამ წყვილში იცეკვეს. ცოტნეს და ძიძიას ცეკვა ძალიან მოეწონათ. კონცერტის წინ კონცერტის წინა რეპეტიცია ჰქონდათ. ცოტნეც და ძიძიაც დარწმუნებულები იყვნენ წარმატებაში. კონცერ-ტის წინ ცოტა ინერვიულეს.
ძიძიას ცოტა სიცხემ აუწია, თუმცა კონცერტმა მაინც წარმატებით ჩაიარა. ძალიან ძნელია კონცერტზე სიცხიანმა იცეკვო... ცოტნემ და ძიძიამ ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში მეცხრედ იცეკვეს.
გილოცავ, გილოცავ! - ულოცავს ცოტნე ძიძიას.
მეც, მეც გილოცავ, ცოტნე! - ძიძიაც ულოცავს ცოტნეს.
ძალიან, ძალიან ძლიერები ხართ! ძალიან, ძალიან მოგვეწონა! ჩვენც გილოცავთ, გილოცავთ ძალიან წარმატებულ კონცერტს! - ულოცავენ მეგობრები წარმატებას ძიძიას და ცოტნეს.
ცოტნე, ძიძია, ძალიან გამახარეთ! გილო-ცავთ, გილოცავთ! - ულოცავს ცეკვის მასწავლებელი წარმატებას მოსწავლეებს.
ცოტნეს და ძიძიას ძალიან მოსწონთ, როცა ულოცავენ...