მწვანე წიგნი (წ)


 

  • -ეს რა წიგნია?- ეკითხება თათა თათიას.
  • -ეს მწვანე წიგნია, - პასუხობს თათია.
  • -მწვანე წიგნი?- ეკითხება თათა თათიას მწვანე წიგნზე,- მწვანე წიგნი რა არის?
  • -მწვანე წიგნი არის წიგნი მცენარეებზე.
  • -სკოლაში სწავლობ მწვანე წიგნით?
  • -არა, მასწავლებელმა მწვანე წიგნიდან „წყლის და მარწყვის“ წაკითხვა გვთხოვა.
  • -აა, სამი წლის წინ მეც ვისწავლე „წყალი და მარწყვი“ მწვანე წიგნიდან.
  • -მოგეწონა?
  • -კი, მომეწონა, სწრაფად წავიკითხე და რამდენიმე წუთში წითელ მარწყვზე წერაც დავიწყე.
  • -მეც მომეწონება, გუშინწინ მწვანე წიგნიდან ნაძვის მწვანე წიწვის შესახებ ვისწავლე. სწავლის მერე მეც დავწერე მწვანე წიწვზე. მასწავლებელს მოეწონა ჩემი ნაწერი. „სასწაულია, ყოჩაღი მოსწავლე ხარ“, დამიწერა მასწავლებელმა ნაწერზე საწერი კალმით
  • -ერთი წამით, რომელი საათია?
  • -ათის ათი წუთია.
  • -მართლა? წავედი სწრაფად, ათ წუთში სახლში უნდა ვიყო. გუშინწინ ბებია ჩამოვიდა სოფლიდან. ადრე წვება და მინდა მივუსწრო დაძინებამდე.