კახას და ვახოს ძია ბიძინა (ხ-ძ)
ძია ბიძინა კახას და ვახოს ბიძაა. ბიძინა კახას და ვახოს დედის, ხატიას, ძმაა. ბიძინა და ხატია და–ძმა არიან.
ხატიას სახეზე ძალიან დიდი ხალი აქვს. ბიძინასაც სახეზე ძალიან დიდი ხალი აქვს. ბიძინა ბიძია და ხატია ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ვახო და კახაც ხატიას ჰგვანან. ანუ ვახო და კახა ბიძინა ბიძიასაც ჰგვანან. ძმებს, ძიას მსგავსად, სახეზე ხალი აქვთ.
კახა და ვახო ბიძინას მხოლოდ სახით და გარეგნობით არ ჰგვანან. ბიძინა ბიძიას უყვარს ხილი. ხილიდან ბიძინას ყველაზე მეტად უყვარს მსხალი და თხილი. კახას და ვახოსაც ძალიან უყვართ ხილი. კახას და ვახოსაც სხვადასხვა ხილიდან ყველაზე მეტად უყვართ თხილი და მსხალი.
ბიძინა ბიძიას ძლიერ უყვარს ძეხვი და ძეხვეული. კახას და ვახოსაც ძლიერ უყვართ ძეხვი და ძეხვეული. ბიძინა ბიძიას ჰყავს ერთი და და ერთი ძმა, ხატია და მიხო. კახასაც ჰყავს ერთი ძმა - ვახო და ერთი და - ძიძია. ვახოსაც ჰყავს ერთი ძმა - კახა და ერთი და - ძიძია.
ვახო და კახა ბიძია ბიძინას ხასიათითაც გვანან. ბიძინა ბიძია ძალიან ხშირად ხუმრობს. ბიძინა ბიძია ხშირად ეხუმრება ხან კახას და ხან - ვახოს. ხუთშაბათს ბიძინა ბიძია, კახა, ვახო და ხატია ისხდნენ მსხლის ხის ძირში. ოთხივემ ძალიან იმხიარულა და იხალისა ბიძინა ბიძიას ხუმრობებზე. კახაც და ვახოც ძალიან მხიარული და ხალისიანი ბავშვები არიან.
ბიძინა ბიძიას ძალიან ხიბლავს ხატვა და ძერწვა. ვახოსაც და კახასაც ძალიან ხიბლავთ ხატვა და ძერწვა. ბიძინა ბიძია ძალიან ხშირად ხატავს ძილის წინ. ვახოც ძალიან ხშირად ხატავს ძილის წინ. კახა კი ძალიან ხშირად ძერწავს ძილის წინ.
ვახო და კახა ბიძინა ბიძიას ჰგვანან ძალიან ბევრი სხვა ხასიათითაც. ბიძინა ბიძიას ძალიან უყვარს ძილი. ვახოსა და კახასაც ძალიან უყვართ ძილი. ხვალ შაბათია. ვახო და კახა ძალიან დიდხანს იძინებენ. ბიძინა ბიძიაც ძალიან დიდხანს იძინებს. ძილის შემდეგ, ხუთი საათის-თვის, ბიძია, ვახო და კახა ძაღლთან ერთად ხეხილის ბაღში გაისეირნებენ. ძაღლის-თვის სავახშმოდ ძვალს და ძეხვს წაიღებენ. ბიძინა ბიძია, კახა და ვახო კი ძეხვეულსა და ხილს მიირთმევენ მსხლის ხის ძირში.