ბაყოს დაბადების დღე (ყ)


 

 

 

 

 

 

ბაყო პატარა, ჩვეულებრივი ბაყაყია. პატარაა ბაყო, მაგრამ ძალიან ამაყი. ბაყო ამაყობს, რომ ყველაზე მაგარ მალაყებს აკეთებს. ბაყო სულ იმაზე ყიყინებს, რომ ყველაზე საყვარელი ძმა ჰყავს. ბაყო სულ იმაზე ყიყინებს, რომ ყველაზე მაგრად უკრავს საყვირზე.

 

 

 

 

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

დღეს ბაყოს დაბადების დღე აქვს. ბაყოს დაბადების დღე 6 საათზე იწყება. მთელი ქვეყანა ჰყავს ბაყოს დაპატიჟებული. ამიტომ ბაყო დილიდან საყიდლებზეა.

ეს ნაყინი რისია? - ეკითხება ბაყო გამყიდველს.

ეს მარწყვი საიდანაა?

ეს ყურძენი გასაყიდია?

ეს ყველი როდის მოიტანეთ?

ეს ყაყაჩოები საიდანაა?

სხვა ყვავილები არ იყიდება?

საყურეები მინდა ვიყიდო...

მომაქციეთ ყურადღება!

 

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

ბაყო საყიდლებს ძლივს მორჩა. ბევრი არაფერი დარჩა საყიდელი. სასაყვედურო არაფერი აქვს. ბაყო ამაყია. ახლა ტორტსაც იყიდის.

6 საათიც მოვიდა. ბაყოს მეგობარი ბაყაყები ყაყანით მოვიდნენ.

 

 

 

 

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

ჩვენი სიამაყე ხარ! ყველაზე მაგრად უკრავ საყვირზე. შენი ძმა ყველაზე საყვარელია ბავშვ ბაყაყებს შორის. შენი საყურეც ყველაზე მაგარია! ტორტიც, მარწყვის ნაყინიც. რა ლამაზი ყაყაჩოებია, ყველა ყვავილზე ლამაზად ყვავის! - ყიყინებდნენ და ყიყინებდნენ ბაყაყები.

 

 

 

 

 

 

 

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"