მეგობრები (ღ)


 

საღორის კარი გამოღებულია. ღორი ღუტა კი ღია კართან დაღონებული დგას. საღამოა. მოსაღამოვდა. ცაზე მთვარის თაღი ამოვიდა. ღუტა ღია კარიდან გამოვიდა. მაღლა აიხედა. ღამის ცა ღია და ნათელი იყო. ღუტას ღამის ცა არასდროს ენახა. ღამე ხომ ღორებს სძინავთ. უძილო ღამისგან ღუტა დაღლილი და დაღონებული გამოიყურებოდა.

ეზოს სიღრმიდან ძაღლი გამოჩნდა. ძაღლს ცეზი ერქვა. ძაღლიც დაღლილი და ნაღვლიანი იყო.

რატომ ხარ დაღონებული? - ჰკითხა ძაღლმა ღორს.

საღებავები მინდა ვიყიდო! - აღრუტუნდა ღუტა.

ჭიშკარი ღია არაა, ღობეზე კი შენ ვერ აღოღდები, - შეუღრინა ძაღლმა.

ღამეა და მაღაზიებიც არაა ღია, - ღრუტუნებდა ღორი... ღუტა ძალიან დაღონებული ჩანდა.

რად გინდა საღებავები? თან არც იცი, რა ღირს?

ღრუტუნა ბაღში დადის. ბაღში მასწავლებელმა ნიღბის გაკეთება დაავალეს. ქაღალდის და საღებავების გარეშე ნიღაბი როგორ უნდა გააკეთო? ეეჰ, ღრუტუნას ყველაზე ღარიბული, ნაღვლიანი და უღიმღამო ნიღაბი ექნება.

ნუღარ ხარ დაღონებული, - გაუღიმა ძაღლმა მეზობელს. არ ექნება ყველაზე ნაღვლიანი, ღარიბული და უღიმღამო ნიღაბი.

ეჰ, მეც მინდა ლაღი და ღიმილიანი ვიყო. მაგრამ ისიც კი არ ვიცი, რა ღირს საღებავი და ქაღალდი! მაღაზიაც არაა ღია! თანაც ღამეა. შენ დაღლილი ხარ. მე კი ნაღვლიანი! - ღრუტუნებდა ღუტა.

ეჰჰჰ, ვერ ეღირსება ღრუტუნა ღირსეულ ნიღაბს.

ძაღლმა ბაღის სიღრმეში გაიხედა. იქ ბაღის მაგიდა იდგა. დღისით ბაღში ბავშვები თამაშობენ. მაგიდაზე ბევრი სათამაშო, საღებავი და ქაღალდია.

შეხედე და გაიღიმე - ძაღლმა ღუტა ბაღის მაგიდასთან მიიყვანა. ღუტამ პირი გააღო. თავი ზღაპარში ეგონა. ღუტა და ძაღლი სკამზე ჩამოსხდნენ. მალე ქაღალდების ნიღაბი ლამაზად იყო შეღებილი. ღრუტუნას ნიღაბი მზად იყო. ნიღაბი არც ნაღვლიანი იყო, არც უღიმღამო და არც ღარიბული. ნიღაბი ლაღი და სასაცილო გამოვიდა.

მალე ღრუტუნა გაიღვიძებს - ეღიმება ღუტას. როგორი ნაღვლიანი დაწვა. პირი ღია დარჩება, თავის ნიღაბს რომ ნახავს.

ღუტამ და ცეზმა ნიღაბი დაამთავრეს. ღარივით მთვარე აღარ ჩანდა. ბაღის მიღმა ღელეში წითელი მზე იღიმებოდა.