მელნის ტბა


მსოფლიოში ძალიან ბევრი ტბაა. მათ შორის არის უცნაური ტბებიც. ერთ-ერთი ძალიან უცნაური ტბაა მელნის ტბა. მელანი არის ლურჯი ფერის სითხე. მელნით ფურცელზე ვწერთ. მელანი საწერ კალამში ასხია. მელნის ტბა ალჟირშია. ძალიან ბევრი ადამიანი გაოცებულია ამ უცნაური ტბის ამბით.

 

ალჟირი

ალჟირი სახელმწიფოა. ალჟირი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. ის აფრიკის ჩრდილოეთშია. ალჟირში ბევრი უდაბნოა. უდაბნო ქვიშიანი და ცხელი ადგილია. უდაბნოს გვერდითძალიან ლამაზი ტბაა: ეს ცნობილი მელნის ტბაა. რატომ ეძახიან ამ ტბას მელნის ტბას? ყველა ტბაში, როგორც იცით, არის წყალი. ამ ტბაში კი წყლის ნაცვლად მელანი ასხია...

 

საოცარი მელნის ტბა

ალბათ გიკვირთ, როგორ შეიძლება ტბაში წყლის ნაცვლად მელანი იყოს. ხალხი გაოცებული იყო და ვერ ხვდებოდნენ, რატომ მოხდა ასე. ზოგი მას “ეშმაკის ტბას” ეძახდა და ტბასთან ახლოს მისვლაეშინოდათ. მეცნიერებიც დაინტერესდნენ მელნის ტბით. ისინი ტბასდიდხანს აკვირდებოდნენ. მელნის ტბაში ორი მდინარე ჩადის. მეცნიერებმა ორივე მდინარიდან წყალი აიღეს და ლაბორატორიაში წაიღეს. ლაბორატორიაში წყალი გასინჯეს. აღმოჩნდა, რომ ერთი მდინარის წყალში ძალიან ბევრი რკინის მარილი იყო. მეორე მდინარის წყალში კი ისეთი ნივთიერება, რომელიც რკინის მარილთან შეერთებით, მელნის ფერს იღებდა... როდესაც ორივე მდინარის წყალი შეაერთეს, მიიღეს მელანი. თურმე ტბაში მელანი ამ ორი მდინარის შეერთებით ჩნდება.

ამ ტბაში არც ერთი მცენარე არ ამოდის. აქ არც თევზებია. ტბაში მხოლოდ მელანია. ხალხი მას საწერადაც იყენებს. დღეს ამ ტბის უკვე აღარ ეშინიათ. ალჟირში ჩასული ტურისტები ხშირად მიდიან უცნაური მელნის ტბის სანახავად.