მიკი მაუსი


 

მიკი მაუსი ბავშვების საყვარელი მულტფილმის გმირია. მიკი მაუსი პატარა, საყვარელი თაგვია.

 

მიკი მაუსი ამერიკელმა უოლტ დისნეიმ შექმნა. უოლტ დისნეის ძალიან უყვარდა ბავშვები. მან ბავშვებისთვის ბევრი საინტერესო მულტფილმი გადაიღო.

 

 

ადრე მიკი მაუსს სხვა სახელი ერქვა. მას მორტიმერ მაუსს ეძახდნენ. უოლტ დისნეის მეუღლეს არ მოსწონდა ეს სახელი. მან დისნეის ურჩია, რომ სახელი შეეცვალა. თაგვს მიკი მაუსი დაარქვეს. ამ სახელით იცნობს დღეს მას ყველა.

 

მიკი მაუსი მულტფილმებში

ადრე, სანამ მულტფილმს გადაიღებდნენ, მიკი მაუსის სურათებს ხატავდნენ. მიკი მაუსი თავიდან ერთ ფურცელზე დახატეს. ის შავი ფანქრით იყო დახატული.

 

პირველი მულტფილმიც შავ-თეთრი ფერის გადაიღეს. ამ მულტფილმს ერქვა „შეშლილი ხომალდი“. მულტფილმში მიკი მაუსი ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო. ბავშვებს ის ძალიან მოეწონათ.

 

მალე მიკი მაუსი მულტფილმის მხატვრებმა გააფერადეს. ამის შემდეგ, მიკი მაუსის მონაწილეობით ბევრი ფერადი მულტფილმი გადაიღეს. უოლტ დისნეის მიკი მაუსმა დიდი წარმატება მოუტანა. დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის ბევრი პრიზი მიიღო.

 

იცოდით, რომ...

 

უოლტ დისნეის ძალიან ეშინოდა თაგვების. ის ბავშვობიდან ვერ იტანდა თაგვებს. ბევრ ბავშვს ეშინია თაგვების. თურმე დისნეიმ მიკი მაუსი იმიტომ შექმნა,რომ ბავშვებს თაგვების აღარ შეშინებოდათ.

 

მიკი მაუსი ხომ ძალიან სასაცილო და საყვარელი თაგვია! ბავშვებმა ნახეს, რომ თაგვები საშიშები სულაც არ ყოფილან.