ბინოკლი


 

შესავალი

გინახავს ბინოკლი? ბინოკლი საინტერესო საგანია. ის სასარგებლო საგანია. ბინოკლი ბიჭსაც და გოგონასაც ერთნაირად აინტერესებს. ბინოკლი დიდსაც და პატარასაც მოსწონს. ბინოკლი სათამაშოდაც და სერიოზული საქმისთვისაც საჭირო საგანია.

 

 

ბინოკლს იყენებენ ნადირობის დროს. ბინოკლს იყენებენ ტურისტები მოგზაურობის დროს. არსებობს თეატრალური ბინოკლი. ამ ბინოკლით სპექტაკლებს უყურებენ.

 

 

 

ბინოკლს ჯარისკაცებიც იყენებენ ომის დროს. პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ბინოკლი. ბინოკლი ჯარისკაცებს დაეხმარა, შორს დამალული მტერი კარგად დაენახათ.

 

 

 

კიდევ რისთვის შეიძლება ბინოკლის გამოყენება?

 

 

ბინოკლი მოგრძო ფორმის საგანია. ყველა ბინოკლს აქვს მინა. ბინოკლის მინას შეუძლია საგნების გადიდება. ამ მინაში რომ გაიხედავ, შორს მდებარე საგნები ახლოს ჩანს.

ბინოკლს საინტერესო ისტორია აქვს. მოდით, გავიგოთ ბინოკლის ისტორია.

 

პირველი ბინოკლი

 

 

პირველი ბინოკლი მეცხრამეტე საუკუნეში გამოიგონა იგნაციო ფორომ იტალიაში. იგნაციო ფოროს ბინოკლი ტელესკოპს ჰგავდა.

ტელესკოპი კი მეჩვიდმეტე საუკუნეში გალილეო გალილეიმ გამოიგონა. გალილეო ტელესკოპით ცაში ვარსკვლავებს აკვირდებოდა. გალილეის ტელესკოპი ძალიან მარტივი იყო. იგნაციო ფორომ უფრო კარგი გახადა გალილეოს ტელესკოპი. ამ ახალ ხელსაწყოს ფორომ ბინოკლი უწოდა.

 

მალე ბინოკლები გამოჩნდა ამერიკასა და გერმანიაში. გერმანელებმა ბინოკლი კიდევ უფრო გააუმჯობესეს. გერმანული ბინოკლები ახლაც მსოფლიოში საუკეთესოა. მალე იაპონელებიც დაინტერესდნენ ბინოკლით. მათ ბინოკლები ამერიკიდან შემოიტანეს.

 

 

ბოლოსიტყვაობა

შენ გაქვს ბინოკლი? ბინოკლის ყიდვა ახლა ადვილია: ის უნდა იყიდო მონადირის ან ტექნიკის მაღაზიებში.

მთავარია ბინოკლის გამოყენება იცოდეთ. აბა, გაიხედეთ ბინოკლში! თქვენ ბინოკლიდან საოცრებას დაინახავთ...