ზეზვა და მზია

 

რამდენიმე წლის წინ (1999-2001 წწ.) საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი ადამიანების სხეულის ნაწილები. მეცნიერებმა ამ სხეულის ნაწილებისაგან გამოსახულება აღადგინეს და მიიღეს მამაკაცისა და ქალი სურათი. მათ სახელებიც კი შეურჩიეს: ზეზვა და მზია.

 

ეს უძველესი ადამიანის სხეულის ნაწილები ქალაქ დმანისში აღმოაჩინეს და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი 1,8-1,7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში, აფრიკის შემდეგ უძველესი ადამიანის ძვლები დმანისშია აღმოჩენილი და სწორედ ამიტომ მეცნიერები მათ „დმანისის პირველ ევროპელებს“ უწოდებენ.

 

 

ზეზვას და მზიას აგებულება ძალიან განსხვავდება თანამედროვე ადამიანის აგებულებისგან. მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ მათი სახეები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სხეულის, ძირითადად - კი თავის ნაწილების მიხედვით.

 

 

აღსანიშნავია, რომ პირველი ადამიანი ძალიან განსხვავდებოდა 21-ე საუკუნის ადამიანისაგან. მათ ჰქონდათ უფრო დიდი ზომის ყბები, შედარებით მცირე ზომის ნიკაპი და თანამედროვე ადამიანისგან განსხვავებული შუბლის ნაწილი. ასევე, განსხვავებული, გრძელი ხელის კიდურები. ეს მიუთითებს, რომ ისინი ჯერ კიდევ გამოიყენებდნენ ხელებს ცოცვისათვის.

დმანისში აღმოჩენილი პირველი ევროპელების, ზეზვასა და მზიას ნახვა შესაძლებელია დმანისის მუზეუმში.