ავტომობილები
პირველი ავტომობილი ფრანგმა ნიკოლას კაგნოტმა ააწყო. ავტომობილი ორთქლის ძალით მოძრაობდა. ამ ავტომობილს საფრანგეთის არმია იყენებდა. მათ ავტომობილით იარაღი გადაჰქონდათ. ნიკოლას კაგნოტმა ავტომობილი 1769 წელს ააწყო.
ნიკოლას კაგნოტის აწყობილი ავტომობილი ორთქლზე მუშაობდა. პირველი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი კარლ ბენცმა ააწყო 1885 წელს.
წყალზე მომუშავე პირველი ავტომობილი იაპონელებმა ააწყვეს. ეს ავტომობილი უახლესი გამოგონებაა. ავტომობილი ფირმა ჯენეპაქსმა გამუშვა 2012 წელს.
ლიმუზინი გრძელ ავტომობილს ჰქვია. პირველი ლიმუზინი 1908 წელს ააწყვეს. ამ ავტომობილის მძღოლი ღია სალონში იჯდა. მგზავრები კი დახურულ სალონში ისხდნენ.
თანამედროვე ლიმუზინები უახლესი ტექნოლოგიით არის აწყობილი. თანამედროვე ლიმუზინებს მდიდრული სალონი აქვთ.
კადილაკი მანქანების ცნობილი მწამოებელია. კადილაკმა ახალი ლიმუზინი ააწყო. ეს კადილაკის ლიმუზინის სალონია. სალონში ტყავის სავარძლები, ტელევიზორი, მინიბარი და სხვა ნივთებია.
ავტომობილების მწარმოებელმა ფოლკსვაგენმა ააწყო პირველი ავტომობილი ლილიპუტებისთვის. ავტომობილს დაბალი სიჩქარე და სიმძლავრე აქვს. ის ძალიან პატარა ადამიანებისთვის - ლილიპუტებისთვის არის განკუთვნილი.
პირველი ავტომობილების შემდეგ უამრავი ავტომობილი აიწყო. ისინი სისწრაფით, სიმძლავრით, ესკიზით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
დღეს ბევრი ცნობილი ფირმა აწარმოებს ავტომობილებს. მათ შორის არის მერსედესი, პორშე, იაგუარი, ფოლკცვაგენი, ლენდროვერი და ა.შ.