მამა არქიტექტორია


 

მამა არქიტექტორია.

მამა ხაზავს. მამა სახლებს ხაზავს.

 

მამა დიდ თეთრ ფურცელზე ხაზავს.

მამას მარჯვენა ხელში შავი ფანქარი უჭირავს.

შავ ფანქარს თავზე თეთრი საშლელი აქვს.

 

 

მამას მარცხენა ხელში სახაზავი

უჭირავს. სახაზავიც თეთრია.

 

მამა სახაზავს ფანქარს აყოლებს.

მამა სწორ ხაზებს ავლებს.

მამამ სწორი ხაზი ვერ გაავლო.

მამამ საშლელი აიღო და ხაზი წაშალა.

მამამ სწორი ხაზი თავიდან გაავლო.

 

 

მამამ სახლი დახაზა. სახლს სამი სართული აქვს.

მამა ყოველდღე ხაზავს სახლებს. მამა არქიტექტორია.