უცნაური ყვავილები
მცენარეები და ცხოველები ბუნების ნაწილია. ხეები, ყვავილები, ბალახი - მცენარეებია. ყვავილი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილებაა. ყვავილი ბევრნაირი არსებობს. ყვავილი შეიძლება იყოს პატარა, დიდი; ის შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს. ყვავილები ერთმანეთისგან სუნითაც განსხვავდებიან. ზოგ ყვავილს სასიამოვნო სუნი აქვს, ზოგს - არა. დედამიწაზე უამრავი ყვავილის ჯიშია. ზოგი მათგანი ბაღებში ხარობს, ზოგი -მინდორში, ზოგიც - ტყეში. ჩვენ ათი ყველაზე უცნაური ყვავილი შევარჩიეთ. ამ წიგნში მათ შესახებ მოგიყვებით. შეიძლება თქვენც იცნობთ რომელიმე უცნაურ ყვავილს. თუ ის ჩვენს სიაში არ არის, შეგიძლიათ ამის შესახებ თქვენ დაწეროთ... უცნაური ყვავილების გაცნობას მეათე, ბოლო ადგილიდან დავიწყებთ:
10. სიყვარულის ყვავილი
სიყვარულის ყვავილი ერთ-ერთი უცნაური ყვავილია. ის ჩვენს სიაში მეათე ადგილზეა. უცნობია, რატომ ჰქვია მას ეს სახელი. სიყვარულის ყვავილი იზრდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში. ამ ყვავილს სამკურნალოდ იყენებენ. მისგან დამზადებული წამლები და ნაყენები ადამიანს ამშვიდებს. ყვავილის ღერო 9 სანტიმეტრამდე იზრდება. ყვავილი კი ძალიან ჰგავს მზეს. თუმცა, მზე ყვითელი ფერისაა, ყვავილს, ყვითელის ნაცვლად, იასამნისფერი სხივები აქვს.
9. საშინელი შროშანი
მას საშინელ შროშანს ეძახიან. მისი ყვავილი ძალიან ჰგავს ორქიდეას. შროშანი აზიაში იზრდება. ის დაახლოებით 23 სანტიმეტრი სიგრძისაა. იგი
სხვა შროშანებისაგან განსხვავდება. სანამ ყვავილი გაიშლება, მისი ბუსუსები მწვანე ფერისაა. ხალხი მიიჩნევს, რომ გაშლამდე ეს ყვავილი საშინელი სანახავია და ცუდი სუნი აქვს. ამის გამო მას საშინელი შროშანი დაარქვეს.
8. ტისელ ბანკსი
ტისელ ბანკსი ავსტრალიური ყვავილია. თუმცა, ის სხვა ქვეყნებშიც ძალიან კარგად ხარობს. ტისელ ბანკსი მინდვრის პატარა ყვავილია. მას თეთრი-მოყვითალო ფერი აქვს. მისი ნაზი ბუსუსები ძალიან ლამაზია. ეს ყვავილი 1802 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ბოტანიკოსმა რობერტ ბრაუნმა.
7. ღამურა ყვავილი
მას რომ შეხედავთ, შეიძლება იფიქროთ, მწვანე ფოთლებზე რაღაც შავი ცხოველი ზისო. თუმცა, არა, ის ხომ უცნაური ყვავილია! ღამურა ყვავილს კატასავით გრძელი ულვაშები აქვს და საკმაოდ დიდი ზომისა იზრდება. ის მარადმწვანე ყვავილია. ყვავილობის დრო გვი-ან გაზაფხულზე აქვს. ღამურა ყვავილი აფ-რიკაში იზრდება.
6. აფრიკული ჰიდნორა
თუ თქვენ ნანახი გაქვთ აფრიკაზე გადაღებული ფილმები, ამ ყვავილს მაშინვე იცნობთ. ის მრავ-ლადაა აფრიკაში. ჰიდნორა უზარმაზარი ყვავილია. ტურისტები მას ხშირად ზომბსაც ადარებენ. ყვავილის ღერო მიწის ზემოთ არ ჩანს. ის მიწაში იზრდება. ჰიდნორა გარედან ყავისფერია, როცა ის საბოლოოდ იშლება, ყვავილის შიდა, წითელი ფერის გული გამოჩნდება.
5. კლიტორია ტერნატეა
მას ხშირად პეპელა ყვავილსაც ეძახიან. კლი-ტორია ტერნატეა აზიაში ხარობს. მე-19 საუკუნეში ის ამერიკაში წაიღეს ბოტანიკოსებმა. დღეს ეს ყვავილი ამერიკაშიც ხა-რობს, თუმცა მისი სამშობლო აზიაა. ის იასამნისფერია და მოყვითალო ფერის გული აქვს. აზიაში მას წამლადაც იყენებდნენ. აზიელები მისგან საოცარ სითხეს ამზადებდნენ. ეს სითხე ადამიანებს ამშვიდებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა. ამ ყვავილისაგან დღესაც უამრავი წამალი მზადდება.
4. დრაკონის ყვავილი
დრაკონის ყვავილი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში - თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში ხარობს. ის ძალიან უცნაური ყვავილია. ერთი შეხედვით, თითქოს ყვავილს არც ჰგავს. ოთხი მწვანე ფეხი აქვს და იასამნისფერი, წვეტიანი ყვავილი. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ ყვავილს საშინელი სუნი აქვს: ყვავილთან მიახლოებისთანავე იგრძნობთ მყრალ სუნს, რომელიც მას ასდის...
3. დენდრობიუმი
მას ხშირად ფანატიკურ ორქიდეასაც ეძახიან. მისი ყვავილები ისეა ერთმანეთში გადახ-ლართული, რომ რთულია გამოიცნო, როგორი აგებულება აქვს ყვავილს. ბოტანიკოსებმა დენ-დრობიუმს მწვანე ეშმაკის თვალიც კი დაარქვეს. ის მართლაც ისე გამოიყურება, თითქოს მტაცებელი ცხოველი იყოს. ასევე, უცნაურია, რომ ამ ყვავილს ყველაზე სასიამოვნო სუნი აქვს დედამიწის უცნაურ ყვავილებს შორის.
2. ბრტყელეკალა
ბრტყელეკალა მრგვალი ყვავილია. ის თითქოს გლობუსს ჰგავს. ბრტყელეკალას ლურჯი ფერის მოგრძო ფორმის ყვავილები აქვს. ისინი პატარა ეკლებს ჰგვანან. ამიტომაც ჰქვია ყვავილს ბრტყელეკალა. ბრტყელეკალა ზაფხულობით ყვა-ვის. მისი სამშობლო შოტლანდიაა. ამიტომაც ეს ყვავილი შოტლანდიის სიმბოლოცაა.
1. რაფლესია არნოლდი
ის პარაზიტული მცენარეა. პარაზიტული იმიტომაა, რომ სხვა მცენარეზე იზრდება. ის ძირითადად ლიანებზე ცხოვრობს. რაფლესიას დიდი ზომის წითელი ყვავილი აქვს. ის უცნაურ ყვავილებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ყვავილის წითელი ფოთლები თეთრი წინწკლე-ბითაა დაფარული. მისი ყვავილი ერთი მეტრი სიგრძისაა და ძალიან მძიმეა. ყვავილის წონა დაახლოებით 11 კილოგრამს აღწევს. რაფლესია არნოლდი ინდონეზიასა და მალაიზიაში ხარობს. ის მეცნიერებმა: ტომას რაფლესმა და იოზეფ არნოლდმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს. სახელიც ყვავილს მათ საპატივცემულოდ დაერქვა. რაფლესია უცნაურია იმითაც, რომ აყროლებული ხორცის სუნი აქვს, რასაც ადამიანი შორიდანვე გრძნობს. თუმცა, ბუზებს ეს სუნი ძალიან მოსწონთ. ამიტომ ისინი რაფლესიას ხშირი სტუმრები არიან.