საქართველოს პირველი ქალბატონები

საქართველოს პირველ ქალბატონებად საქართ-ველოს პრეზიდენტების მეუღლეები ითვლებიან.

ტერმინი „პირველი ქალბატონი“ საქართველოში ამერიკიდან შემოვიდა. ამერიკაში პირველ ქალბატონს „პირველ ლედის“ უწოდებენ. „ლედი“ ინგლისური სიტყვაა და „ქალბატონს“ ნიშნავს. დღეს ტერმინი „პირველი ლედი“ მთელ მსოფლიოში გამოიყენება. საქართველოშიც პრეზიდენტის მეუღლეს „პირველ ლედის“ უწოდებენ.

საქართველოს ძალიან დიდი ხნის წინ მეფეები ჰყავდა. მეფეების მეუღლეებიც ქვეყნის პირველი ქალბატონები იყვნენ. მაშინ მეფის მეუღლეს დედო-ფალს უწოდებდნენ.

1

1

1

1

1991 წელს საქართველოში პირველი პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. საქართველოს პირველი ლედი კი - მისი მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია. დღეს საქართველოს უკვე რიგით მეოთხე პრეზიდენტი და პირველი ლედი ჰყავს. ამ წიგნში საქართველოს ყველა პირველი ლედის შესახებ მოგიყვებით.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია - საქართველოს პირველი

„პირველი ლედი“

2

2

მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზვიად გამსახურდიას მეორე მეუღლე იყო. მანანა აქტიურობით გამოირჩეოდა მეუღლის პრეზიდენტობის პერიოდში. დღეს ბევრი ადამიანი იხსენებს მის როლს ქართულ პოლიტიკაში. ზვიად გამსახურდიას თანამედროვეები დღესაც აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მანანა ხშირად ერეოდა. პრეზიდენტი ენდობოდა მეუღლეს და სჯეროდა მისი.

3

3

მანანა არჩვაძე-გამსახურდია ხშირად თან ახლდა მეუღლეს. შემორჩენილია ერთ-ერთი ფოტო, სადაც ის ზვიად გამსახურდიასთან და ამერიკის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან ერთადაა გადაღებული.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია მეუღლესთან და ოჯახთან ერთად თბილისში, „კოლხურ კოშკში ცხოვრობდა.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში სიტუაცია ძალიან აირია. ზვიადმა სამეგრელოს შეაფარა თავი. მანანა და ოჯახიც მას გაჰყვა. ცოტა ხანში მათ საქართველოს დატოვება მოუხდათ. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ხალხი ზვიადზე მეტად პირველ ლედის მიაწერდა და მას ადანაშაულებდა...

4

4

მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზვიადის გარდაცვალების შემდეგაც არ დავიწყებია საზოგადოებას. ის ბოლო დრომდე აქტიურად გამოდიოდა ტელევიზიით. ყოფილმა პირველმა ლედიმ ზვიად გამსახუდიას მხარდამჭერთა პარტია ჩამოაყალიბა და მას სათავეში ჩაუდგა.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია ხშირად გამოდიოდა „ზვიადისტების“ პარტიასთან ერთად საქართველოს მთავრობის წინაააღმდეგ განცხადებებით.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია დღეს თბილისში ცხოვრობს. მას ორი ვაჟი - გიორგი და ცოტნე ჰყავს.

ნანული ცაგრეიშვილი-შევარდნაძე

ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე საქართველოს რიგით მეორე „პირველი ლედია“. ის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე იყო. დაქორწინების შემდეგ მეუღლის გვარს ატარებდა და მას ყველა ამ გვარით იცნობდა.

5

5

ნანული შევარდნაძე პროფესიით ჟურნალისტი იყო. შევარდნაძე მან წაღვერში დასვენების დროს გაიცნო. მათ სიყვარულზე ყველა ლაპარაკობდა. მალე დაქორწნინდნენ და ნანული აქტიურად ჩაერთო მეუღლესთან ერთად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის ხშირად მეუღლეს რჩევებსაც აძლევდა, მასთან ერთად დადიოდა ვიზიტებზე.

ნანულის ბევრ ქვეყანაში ცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსების მეუღლეებს დაუახლოვდა და მათთან მეგობრობდა.

6

6

საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. დააარსა საერთაშორისო მოძრაობა „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლი-სათვის“. ნანული შევარდნაძე აგრეთვე იყო ჟურნალ „მშვიდობა ყველას“ რედაქტორი.

ცნობილია, რომ ის უცხოელების მიერ ქართველი ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი იყო; მათ წინააღმდეგ კამპანიას ხელმძღვანელობდა და მიიჩნევდა, რომ ეს ხელს უწყობდა ქართველების დემოგრაფიულ პრობლემას.

ნანული შევარდნაძეს საზოგადოებაში დადებითად იხსენებენ. თუმცა ხალხს ახსოვს ერთი არასასიამოვნო ფაქტიც: იმ პერიოდში სოციალური ქსელები არც ისე კარგად მუშაობდნენ და ელექტროენერგიაც უმეტესად გამორთული იყო, მიუხედავად ამისა, მთელ საქართველოში გავრცელდა გამონათქვამი: „კარგმა დიასახლისმა ოჯახი 8 ლარად უნდა შეინახოსო“. ამ ნათქვამს ნანული შევარდნაძეს მიაწერდნენ.

7

7

2004 წელს უკვე ყოფილი პირველი ლედი გულის შეტევით გარდაიცვალა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ედუარდ და ნანული შევარდნაძეებს ჰყავთ ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

სანდრა ელისაბედ რულოვსი

სანდრა რულოვსი საქართველოს პირველი ლედის ტიტულს ყველაზე დიდხანს ატარებდა. ის ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პირველი ლედი იყო.

8

8

სანდრა 1968 წელს დაიბადა ჰოლანდიაში, ქალაქ ტერნეზენში. სანდრა პროფესიით იურისტია. იცის რამდენიმე ენა, მათ შორის ქართული და მეგრული ენები. ის მიხეილ სააკაშვილზე 1996 წელს დაქორწინდა. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

სანდრა რულოვსი პოლიტიკაში არ ერეოდა. თუმცა ყოველთვის მხარში ედგა მეუღლეს. ის მეუღლესთან ერთად იყო საარჩევნო კამპანიების დროსაც.

სანდრა რულოვსი საქართველოში ქველმოქ-მედებას ეწეოდა და დღემდე ამ საქმიანობას აგრძელებს. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ სანდრამ მუშაობა წითელი ჯვრის ორგა-ნიზაციაში დაიწყო. შემდეგ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „სოკო“. ფონდი საქართველოში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისათვის მუშაობს.

9

9

სანდრა რულოვსმა თვითონაც გაიარა პირველადი დახმარების კურსები და საავადმყოფოში ჩვეულებრივ მედდად მუშაობდა, სხვებთან ერთად მორიგეობდა და ავადმყოფებს უვლიდა.

სანდრა მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ის ხშირად მონაწილეობს ველოსიპედისტთა ტურებში.

სანდრა რულოვსი ხელს უწყობს საქართველოში ფრენბურთის განვითარებას. პირველი ლედი თვითონაც კარგად თამაშობს ფრენბურთს.

2004 წელს სანდრა რულოვსმა ავტობიოგრაფიული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი“ გამოსცა. წიგნი ჰოლანდიურ ენაზე დაიწერა და მალევე ქართულადაც ითარგმნა.

10

10

„იდეალისტის ნაამბობი“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებობს ჰოლანდიაში. წიგნში სანდრას და მიხეილ სააკაშვილის პირადი ამბები, მათი სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. წიგნის ავტორი უცხოელის თვალით დანახულ ქართულ ტრადიციებს აღწერს, მკითხველს აცნობს თავის შთაბეჭდილებებს, როდესაც პირველად ჩამოვიდა საქართველოში. წიგნი უცხოელი მკითხველისთვისაა გათვლილი, თუმცა ძალიან საინტრესო წასაკითხია ქართველებისთვისაც.

2007 წელს სანდრა რულოვსმა მთელ კავკასიაში კლასიკური მუსიკის პირველი რადიოსადგური დააარსა. რადიოსადგურს „მუზა“ ჰქვია. სანდრა თვითონაც მუშაობს „მუზაში“ და საღამოობით მსმენელებს კლასიკური მუსიკის მოსმენას სთავაზობს.

2013 წლის ოქტომბრიდან სანდრა რულოვსი საქართველოს პირველი ლედი აღარ არის. თუმცა ის ოჯახთან ერთად ისევ თბილისში ცხოვრობს და საქველმოქმედო საქმიანობას განაგრძობს.

მაკა ჩიჩუა - საქართველოს ამჟამინდელი პირველი ლედი

2013 წლის ოქტომბრიდან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაა. ის საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალია.

11

11

პირველი ლედის სტატუსთან და მაკა ჩიჩუასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. ზოგი მიიჩნევს, რომ ის პრველი ლედი არ არის, რადგან პრეზიდენტ მარგველაშვილზე ოფიციალურად დაქორწინებული არაა. სხვები კი მას პირველ ლედიდ მიიჩნევენ, რადგან წყვილი დიდი ხანია, ერთად ცხოვრობს და საზოგადოებაშიც ერთად ჩნდება.

12

12

მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. მას რამდენიმე კინოროლიც აქვს ნათამაშევი. ჰყავს ერთი ქალიშვილი.

მაკა ჩიჩუა ჯერჯერობით საზოგადოებრივი ან პოლიტიკური აქტივობებით არ გამოირჩევა.

იცოდით თუ არა, რომ...

პირველად მთელ მსოფლიოში ტერმინი „პირველი ლედი“ მართა ვაშინგტონს უწოდეს. ტერმინი პირველად გაზეთ „ბოსტონ კურიერის“ ჟურნალისტმა გამოიყენა.

13

13