მერცხლები


 

ზამთარი დადგა.

მერცხლები თბილ ქვეყანაში მიფრინავენ.

 

 

მერცხლებს სითბო უყვართ.

 

გაზაფხულდა.

მერცხლები თბილი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.

 

მერცხლებს სითბო უყვართ.

 

მერცხლები ერთად დაბრუნდნენ.

 

 

მერცხლები გუნდებად დაფრინავენ.

გაზაფხულზე და ზაფხულში მერცხლები საქართველოში არიან.

 

მერცხლები ბუდეებს სახლის აივანზე იკეთებენ.

 

მერცხლები ბუდეებში კვერცხებს დებენ.

 

ზაფხულში კვერცხები იჩეკება.

 

მერცხალი შავია და თეთრი გული აქვს.

მერცხლის კუდი ორად არის გაყოფილი.

 

 

ამიტომ „მაკრატელას“ ეძახიან.

 

მერცხლები მაღლა დაფრინავენ.

 

 

ხვალ კარგი ამინდი იქნება.

 

მერცხლები დაბლა დაფრინავენ.

 

ხვალ ცუდი ამინდი იქნება.