ავტობუსის მძღოლი
ვანო ავტობუსის მძღოლია.
ვანო ბოლნისში მუშაობს.
ვანო მთელი დღე მუშაობს.
ის მუშაობას იწყებს დილის 6 საათზე და ამთავრებს ღამის 10 საათზე.
ვანო უკვე 15 წელია, მუშაობს.
ვანომ მუშაობა 23 წლისამ დაიწყო.
ვანოს უყვარს თავისი სამუშაო. იგი ბევრ ადამიანს იცნობს, ყოველდღე ახალ ადამიანებს ხვდება. იგი ყოველდღე ახალ ადამიანებს იცნობს.
ვანოს ერთი ნაცნობი მუსიკოსია. ის მგზავრობს ვანოს ავტობუსით. ის თავის გიტარას ატარებს. გიტარა მძიმეა. ის მუშაობას იწყებს დილის 10 საათზე და ამთავრებს საღამოს 5 საათზე. ის ქალაქის ცენტრში მუშაობს. მუსიკოსი მუსიკალურ სკოლაში მუშაობს.
ერთხელ მუსიკოსმა ავტობუსში დაუკრა გიტარაზე. მუსიკოსმა ავტობუსში საღამოს დაუკრა. ავტობუსი არ იყო სავსე. მგზავრები ტაშს დიდხანს უკრავდნენ.
ვანოს მეორე ნაცნობი მასწავლებელია. ის დილას 9 საათზე იწყებს მუშაობას და ამთავრებს საღამოს 4 საათზე. მასწავლებელი ძალიან თავაზიანია. ის ყოველ დილას ესალმება ვანოს. საღამოს კი ემშვიდობება. ის ყოველთვის იღიმება.
ვანოს მესამე ნაცნობი ხაბაზი პურის ქარხანაში მუშაობს. ხაბაზი პურს აცხობს. ის დილის 7 საათზე იწყებს მუშაობს და საღამოს 9 საათზე ამთავრებს. ხაბაზს საღამოს პური და ფუნთუშები მიაქვს სახლში. მისი ჩანთიდან ფუნთუშების სუნი ამოდის. ხაბაზი ვანოს ფუნთუშებს სთავაზობს. ვანო ხაბაზის მადლიერია.
ვანოს სამსახური რთულია. ზოგჯერ ვანოს მგზავრები ცუდ ხასიათზე არიან. ისინი კამათობენ. ვანოს არ უყვარს კამათი.
ერთხელ ქალმა მძინარე ბავშვი დატოვა ავტობუსში. ვანომ წერილი ნახა მძინარე ბავშვთან. ქალმა ბავშვი მიატოვა. ვანომ ბავშვი პოლიციაში წაიყვანა. ეს ბავშვი კეთილმა ოჯახმა იშვილა.
ვანო ძალიან იღლება. მაგრამ ვანოს უყვარს თავისი საქმე. ვანოს მოსწონს ავტობუსის მართვა.
„როგორი დღე გქონდა?“ - ეკითხება ვანოს ცოლი საღამოს, როცა ის ბრუნდება სახლში.
„რთული და საინტერესო!“ - იღიმება ვანო.