გასაუბრება

გურამს სამსახურის დაწყება უნდა. დღეს ორშაბათია და

გურამი პირველი გასაუბრებისთვის ემზადება.

ის იღებს შხაპს, იპარსავს წვერს, ჯაგრისით იხეხავს კბილებს, იბანს პირს, იჭრის ფრჩხილებს, ივარცხნის თმას, მერე იცვამს ახალ პიჯაკს, რომელიც სწორედ ამ დღისთვის იყიდა.

გურამი თავდაჯერებულია, მაგრამ ცოტას ღელავს.

აი რატომ: გურამმა ახლახან დაამთავრა კოლეჯი. დედამისი რამდენიმე კვირის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახლა გურამს აუცილებლად სჭირდება სამსახური. თან გასაუბრებაზე ძალიან ბევრი ადამიანია დაბარებული. დიდი კონკურსია, მაგრამ გურამს მაინც აქვს იმედი.

გურამი გასაუბრებაზე ადრე მივიდა. გასაუბრება ათ საათზე იწყება, მაგრამ ათს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, გურამი უკვე იქ იყო.

„დაბრძანდით, ბატონი ზურაბი ახლავე მოვა“ - უთხრა მდივანმა.

გურამი დაჯდა და დაელოდა.

მან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს გასაუბრებისას.

უნდა ისაუბროს გარკვევით.

უნდა იყოს თავდაჯერებული.

კარგად უნდა ახსნას, რატომ უნდა ეს სამსახური და რომ შეძლებს კარგად მუშაობას.

მალე გურამს გასაუბრებაზე დაუძახეს.

„ბატონი ზურაბი მზადაა მიგიღოთ,“ – თქვა მდივანმა.

გურამი შევიდა კაბინეტში, სადაც გასაუბრება იყო ბატონ ზურაბთან.

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა,“ – უთხრა გურამმა, გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად და გაუღიმა.

გურამმა კარგად გაიარა გასაუბრება. ის ძალიან კმაყოფილია და ელოდება, როდის დაურეკავენ ახალი სამსახურიდან.