სტუმრად მწერალთან
დღეს სოფო სკოლაში არ მიდის.
დღეს სოფო სტუმრად მიდის.
სოფო სტუმრად გამოჩენილ მწერალთან მიდის.
ამ მწერალსაც სოფიო ჰქვია. ის საბავშვო მწერალია.
მან ბევრი საბავშვო მოთხრობა და ლექსი დაწერა.
ეს მოთხრობები და ლექსები ბავშვებს ძალიან უყვართ.
მწერლის ყველა ლექსი ბავშვებმა ზეპირად იციან.
მისი ყველა მოთხრობა ბავშვებს წაკითხული აქვთ.
სოფო ნერვიულობს.
ის გამოჩენილ მწერალთან შეხვედრისთვის ემზადება.
დიდმა სოფიომ მატარა სოფოს მოთხრობები საბავშვო ჟურნალში წაკითხა. მწერალს სოფოს მოთხრობები ძალიან მოეწონა.
მწერალმა სოფო სტუმრად დაპატიჟა.
სოფომ ლამაზი წითელი კაბა ჩაიცვა. მერე გაიხადა. მერე ისევ ჩაიცვა.
სოფომ თავისი მოთხრობების რვეულის ძებნა დაიწყო.
მწერალს ჩემი წითელი კაბა კი არ აინტერესებს, ჩემი მოთხრობები აინტერესებს - ლაპარაკობს თავისთვის სოფო.
სოფომ მწერალს თავისი მოთრობები წაუკითხა.
მწერალმა სოფოს სამახსოვროდ თავისი წიგნი აჩუქა.
„საყვარელ, ნიჭიერ სოფოს მწერლისგან საჩუქრად!“ - აწერია წიგნს.