რატის წიგნი
რატის ძალიან უყვარს კითხვა. რატის მოსწონს ზღაპრები. კიდევ რატის ისტორიული მოთხრობები უყვარს. ყველაზე მეტად რატის ფანტასტიკა უყვარს.
დღეს მამა რატის ახალი წიგნი მოუტანა. წიგნი დროში მოგზაურობაზეა. რატი გაკვეთილების გაკეთებას ჩქარობს. ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ახალი წიგნის კითხვას.
............ რატიმ მანქანის საჭეს ხელი ჩასჭიდა. მანქანამ სიჩქარეს უმატა და ცაში აიჭრა. რა ლამაზია ცა! ვარკვლავები ისე ახლოსაა, ხელს მოჰკიდებ. ეს რაღაა? ეს ხომ მფრინავი თეფშია!
ხომ არ მეჩვენება? - ჩაილაპარაკა რატიმ თავისთვის. უცებ თეფში ჰაერში გაჩერდა. განათდა. თითქოს კარი გაიხსნა. რატიმ საჭეს ხელი ჩასჭიდა.
გვიანია, დაწოლის დროა. ხედავ, დაგძინებია! - ჩაესმა რატის მამის ხმა. რატიმ წიგნი სავარძელში დადო.
- ხვალ გავაგრძელებ - გაუღიმა მამას ნახევრად მძინარემ.