ცირკი


ვაშა, ცირკში მივდივარ! როგორ მიყვარს ცირკი!

ცირკში ჭკვიანი ცხოველები არიან.

ცირკში სასაცილო კლოუნები არიან.

ცირკში ძლიერი აკრობატები არიან.

ეს კოკია. კოკი მაიმუნია. კოკი ძალიან ჭკვიანია.

კოკიმ გამიღიმა. კოკი გამოიქცა.

კოკი მუხლებზე დამიჯდა. ყველამ ტაში დაუკრა.

კოკიმ მაკოცა. კოკი უკან დაბრუნდა.

როგორ მიყვარს ცირკი!