საახალწლო საჩუქრები

დღეს ახალი წელია. ახალ წელს თოვლის ბაბუმ საჩუქრები დაუტოვა ბავშვებს.

საჩუქრები თოვლის ბაბუმ კიბეებზე დატოვა.

პირველ საფეხურზე - ბურთია.

მეორე საფეხურზე - თოჯინა.

მესამე საფეხურზე - მანქანა.

მეოთხე საფეხურზე - წიგნი.

მეხუთე საფეხურზე - პიანინო.

მეექვსე საფეხურზე - გიტარა.

მეშვიდე საფეხურზე - თოფი.

მერვე საფეხურზე - სარკე.

მეცხრე საფეხურზე - დოლი.

მეათე საფეხურზე - ველოსიპედი.

შენ რა გაჩუქა თოვლის ბაბუმ ახალ წელს?