როგორ გავაკეთოთ ვაშლის ნამცხვარი

 

ვაშლის ნამცხვრის გაკეთება შენც შეგიძლია.

მოდით, ერთად გავაკეთოთ ვაშლის ნამცხვარი!

 

1

1

 

მე ორი ცალი დიდი თეთრი ვაშლი გავრეცხე.

მე დიდი თეთრი ვაშლები დავჭერი.

დაჭრილი ვაშლი ფორმაში ჩავაწყვე.

 

2

2

 

3

3

 

ახლა ცომი უნდა გავაკეთო.

ცომი თხელი უნდა იყოს.

ვაშლებს ცომი უნდა დავასხა

და ნამცხვარი გამოვაცხო.

 

4

4

5

5

 

კვერცხი და შაქარი ერთმანეთში ავურიე.

ფქვილიც ავურიე.

თბილი რძეც დავუმატე.

ყველაფერი ერთად კარგად ავურიე.

ცომი მზად არის.

 

6

6

 

7

7

 

ცომი ვაშლებზე დავასხი.

ფორმა გაივსო.

 

8

8

 

9

9

 

ფორმა ღუმელში შევდგი.

ველოდები. ნახევარი საათი გავიდა.

ნამცხვარი მზად არის.

 

10

10

1

0

10

 

ნამცხვარი პატარა ნაჭრებად დავჭერი.

ვაშლის ნამცხვარი გემრიელია.

 

მე შემიძლია ვაშლის ნამცხვრის გაკეთება.

ეს შენც შეგიძლია!

1

2

12

1

3

13