ცხოველთა სასწრაფო დახმარება

 

კვირა ღამეა. 10 საათია. ცხოველთა სასწრაფო დახმარების ოთახის კარი გაიღო.

ლევანმა პატარა შავი ლეკვი შემოიყვანა შენობაში.

 

 

იქნებ დაეხმაროთ?! - ყვირის ლევანი, - ის ქუჩაზე გადარბოდა და მანქანა დაეჯახა!

ლეკვი წკმუტუნებდა. მას სისხლი მოსდიოდა.

 

ექიმი ნებიერიძე მოვიდა. მან ლეკვის სახელი იკითხა.

 

 

- ნება მომეცით, ყურშა წავიყვანო... - უთხრა ექიმმა ლევანს თავაზიანად, - წავიყვან ძაღლს და ვნახავ, რა სჭირს...

როცა ექიმი ნებიერიძე გასასინჯ ოთახში შევიდა, მან ყურადღებით დაათვალიერა ყურშას მდგომარეობა. ის შეშფოთდა, როცა დაინახა, რომ ყურშას ფეხი ჰქონდა მოტეხილი.

 

ექიმს ეშინოდა, სხვა ისეთი დაზიანებებიც არ ჰქონოდა ლეკვს, რომლების დანახვაც მას არ შეეძლო.

ექიმის ასისტენტი ოთახში ჩუმად ზის. ყველამ იცის, რომ შეიძლება, ყურშა ვერ გადარჩეს... თუ ის გადარჩება, შეიძლება მან სიარული ვეღარ შეძლოს მოტეხილი ფეხის გამო...

გასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყურშას წინა ფეხი სამგან ჰქონდა გატეხილი. მას სისხლდენაც ჰქონდა.

 

ექიმმა ნებიერიძემ იცის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეუჩეროს სისხლდენა.

ოპერაციას ორი საათი დასჭირდა. ექიმმა ნებიერიძემ ოპერაცია გაუკეთა ყურშას ფეხზე და შეუჩერა სისხდენა.

 

 

- წავალ და ვეტყვი ყურშას პატრონს, რომ ის გადარჩა, - ამბობს ექიმი ნებიერიძე,

- მე უნდა დავაკვირდე რამდენიმე კვირა, როგორ შეძლებს ყურშა კვლავ გავლას.