წელიწადის დროები
წელიწადს ოთხი დრო აქვს:
გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა და ზამთარი.
გაზაფხული ლამაზია. გაზაფხულზე ბევრილამაზი ყვავილია.
ჯერ ია და ენძელა ამოდიან. მერე ტიტა და ვარდი ამოდიან. ია, ენძელა, ტიტა და ვარდი ძალიან ლამაზი ყვავილებია.
ზაფხული ცხელია.
მზე ანათებს. ცა ლურჯია.
ზაფხულზე არდადეგებია.
ბავშვებს არდადეგები უხარიათ.
შემოდგომა გრილია.
შემოდგომა ჭრელია.
ფოთლები ფერად–ფერადია.
შემოდგომაზე წვიმს.
შემოდგომაზე მოსავალს იღებენ.
ზამთარში თოვს.
ზამთარი ცივია. თოვლი მოდის.
ბავშვები გუნდაობენ.
ბავშვები ციგაობენ.
ბავშვებს არდადეგები უხარიათ.
ზამთარში ახალი წელი მოდის.
წელიწადის ყველა დრო მშვენიერია!