ბებია ჩამოვიდა


 

დღეს ბებია ჩამოვიდა სოფლიდან.

 

1

მან კალათი ჩამოიტანა.

 

ბებიას კალათი მძიმეა.

 

კალათში ბევრი ხილია:

ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ყურძენი, ლეღვი.

 

2

 

ბებიამ კალათიდან ხილი ამოალაგა:

 

ჯერ ატამი ამოიღო,

 

შემდეგ ვაშლი ამოიღო,

 

3

 

შემდეგ მსხალი ამოიღო,

 

შემდეგ ქლიავი ამოიღო,

4

 

შემდეგ ყურძენი ამოიღო,

 

და ბოლოს, ბებიამ ლეღვი ამოიღო.

 

 

5

 

ახლა ბებიას კალათი მსუბუქია!

 

6