კალათბურთი

 

კალათბურთი გუნდური თამაშია. კალათბურთს ორი გუნდი თამაშობს. თითოეულ გუნდში ხუთი მოთამაშეა. ამ თამაშს მოედანზე თამაშობენ. კალათბურთის მოედანი ფეხბურთის მოედანზე პატარაა. კალათბურთის მოედანი დახურულ დარბაზშია.

 

\"\"

 

კალათბურთის მოთამაშის მიზანია, ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის კალათში ჩააგდოს. რაც მეტ ბურთს ჩააგდებენ კალათბურთელები, მეტ ქულას აგროვებს გუნდი.

 

კალათბურთის წესები

კალათბურთი 1891 წელს გამოიგონეს. თავდაპირველად კალათბურთში თამაშის ცამეტი ძირითადი წესი არსებობდა, რომელიც შემდეგ ასამდე გაიზარდა. კალათბურთის წესები მუდმივად განიცდის ცვლილებებს, თუმცა კალათბურთის ძირითადი მიზანი და წესები უცვლელი რჩევა

 

კალათბურთის წესების ცვლილებები

როგორც აღვნიშნეთ, კალათბურთის წესები დროთა განმავლობაში იცვლება. თავდაპირველად განსხვავებული იყო მოწინააღმდეგე გუნდებში მოთამაშეთა რაოდენობა. კალათბურთს ადრე 9 მოთამაშე თამაშობდა თითოეულ გუნ-დში. ჯამში მოედანზე 18 კაცი იყო. 1897 წლიდან კი დადგინდა, რომ მოედანზე სულ 10 მოთამაშეს უნდა ეთამაშა. 5-5-ს თითოეულ გუნდში.

\"\"

 

კალათბურთის დღევანდელი კალათი განსხვავდება თავდაპირველი ვერსიისგან. კალათად კვადრატის ფორმის ყუთებს, ვედროებს ან ატმის კალათებს გამოიყენებდნენ. კალათის ბოლო დახურული იყო. ამიტომ ყოველი ჩაგდების შემდეგ მოთამაშეს კიბის დახმარებით ბურთი კალათიდან უნდა ამოეღო, ეს კი თამაშის ტემპს აგდებდა. ატმის კალათები 1893 წელს რკინის რგოლით ჩაანაცვლეს. ნეილონის ბადეებიანი კალათი კი 1912 წლიდან გამოიყენეს, რომელმაც წარმოუდგენლად გაზარდა კალათბურთის თამაშის ტემპი და შედეგიანობა.

\"\"

 

კალათბურთის ბურთიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად კალათბურთს ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ. ეს ბურთი მოუხერხებელი იყო დრიბლინგისა და პასის მიწოდებისთვის. პირველი საკა-ლათბურთო ბურთი 1894 წელს შეიქმნა მოტოციკლეტების საწარმოს მიერ. მას „სპალდინგი“ ერქვა. „სპალდინგი“ მე-19 საუკუნის ბოლოდან კალათბურთის ბურთის ოფიციალური მწარმოებელი გახდა.

 

\"\"

 

კალათში ჩაგდებული ქულებიც განსხვავებულია თავდაპირველი ვერსიისგან.თავდაპირველად კალათში ჩაგდებული ბურთი ერთ ქულად ითვლებოდა, ასევე, გუნდს ემატებოდა თითო ქულა მოწინააღმდეგე გუნდის სამ ჯარიმაზე. საჯარიმო სროლა პირველად 1894 წელს გამო-იყენეს. 1896 წელს შემოვიდა ორქულიანის წესი, ხოლო 1967 წელს ფიბამ სამქულიანი სროლები შემოიღო, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ კი სამქულიანი სროლის წესი 1977 წელს მიიღო.

 

კალათბურთის წესების ცვლილებებთან ერთად, იცვლება დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გუნდები უპირისპირდებიან ერთ-მანეთს. პირველი თამაშები კალათბურთში ორ თხუთ-მეტწუთიან ტაიმად იყო-ფოდა. შემდეგ ტაიმის ხანგრძლივობა გაიზარდა და 20-წუთიანი გახდა, ამჟამად კალათბურთის მატჩი ოთხი ნაწილისგან შედგება. ამ ნაწილებს მეოთხედები ჰქვია. ერთი მეოთხედი 10 წუთი გრძელდება. მეოთხედის შემდეგ 2 წუთი შესვენებაა. ორი მეოთხედი ერთი ტაიმია. ტაიმებს შორის კალათბურთელები მეტს ისვენებენ - დიდი შესვენება 15 წუთი გრძელდება.

\"\"

 

კალათბურთის შექმნის ისტორია

კალათბურთი ძალიან პოპულარული სპორტია. მას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. მას ბევრი ადამიანი თამაშობს. კალათბურთი თანამედროვე თამაშია. უკვე 122 წელი გავიდა, რაც კალათბურთი გამოიგონეს, მაგრამ ის სულ თანამედროვედ რჩება.

კალათბურთი პირვე-ლად ამერიკის შტატ მასაჩუსეტსში ითამაშეს. თამაში გამოიგონა კოლეჯის მასწავლებელმა. მას ჯეიმს ნეისმიტი ერქვა. ჯეიმსმა კალათბურთის პირველი მატჩი მოაწყო. მატჩი მალე გახდა ცნობილი მთელ ამერიკაში. სულ რამდენიმე წელიწადში კალათბურთი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

საინტერესოა, თუ რამ განაპირობა კალათბურთის შექმნა ჯეიმს ნეისმიტის მიერ: მასაჩუსეტში ძალიან ციოდა. კოლეჯის სტუდენტებს სპორტის გაკვეთილი გარეთ ვეღარ უტარდებოდათ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ შექმნილიყო სპორტის სახეობა, რომელიც შენობის შიგნით ჩატარდებოდა. ამ მოსაზრებით შექმნა ჯეიმს ნეისმიტმა კალათბურთის წესები. თავდაპირველად კალათბურთი მხოლოდ 13 წესს მოიცავდა. ამ წესების მიხედვით თამაშობდნენ სტუდენტები კალათბურთს. მალე კალათბურთი მთელ ამერიკასა და მსოფლიოში გავრცელდა

 

\"\"

 

საინტერესო ფაქტები კალათბურთის შესახებ

7

7

კალათბურთს უამრავი საინტერესო და გასაოცარი ფაქტი უკავშირდება. ყველასათვის ცნობილია, რომ კალათ-ბურთელები მაღლები არიან. ერთი შეხედვით, თითქოს შეუძლებელია, რომ თუ მაღალი არ ხარ, კალათ-ბურთი კარგად ითამაშო. მაგრამ არიან ძალიან დაბალი ადამიანები, რომლებიც კალათ-ბურთს არაჩვეულებ-რივად თამაშობენ და კალათბურთის შეუდარებელი ვარსკვლავები არიან. ყველაზე დაბალი კალათბურთელი, რომელიც ამერიკის ეროვნულ ასოციაციაში თამაშობდა, ტაირონ „მაგსი“ ბოუგსი გახლავთ. მისი სიმაღლე მხოლოდ 159 სანტიმეტრი გახლდათ. მან ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 14 სეზონი გაატარა 1987 წლიდან.

\"\"

 

ის ყველაზე დაბალ კალათბურთელად ითვლება, ვინც მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობდა. ბოუგსი ამერიკის ნაკრებში თამაშობდა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე.

\"\"

 

აღსანიშნავია, რომ დაბალი კალათბურთელები არა მხოლოდ უბრალოდ თამაშობენ კალათბურთს, არამედ შეუძლიათ სასწაულები მოახდინონ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კალათბურთელი გახლდათ ენტონი „სპად“ ვები. მისი სიმაღლე მხოლოდ 170 სანტიმეტრს შეადგენდა.

იგი გამორჩეული კალათბურთელი იყო. რაც მთავარია, ენტონი სპად ვებმა გაიმარჯვა ამერიკაში 1986 წელს ჩატარებულ კალათში ჩატენვების კონკურსში. მიუხედავად მისი სიმაღლისა, ის ყველაზე ლამაზად და ეფექტურად ტენიდა კალათში.

\"\"

 

კალათბურთის ისტორიაში ის ყველაზე დაბალი კალათბურთელია, ვინც კალათში ჩატენვების კონკურსში გაიმარჯვა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაბალი კალათბურთელი გახლდათ აიზია ტომასი. მისი სიმაღლე 185 სანტიმეტრი იყო.

 

\"\"

 

ისიც გამორჩეული კალათბურთელი იყო და მის სახელს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება. მათ შორის გამორჩეულია აიზიას მიერ ყველაზე მცირე მონაკვეთში ჩაგდებული ქულების რაოდენობა. აიზია ტომასმა ჩააგდო 16 ქულა 94 წამში 1984 წელს. მისი გუნდი „დეტროიტ პისტონსი“ ეთამაშებოდა „ნიუ იორკ ნიქსს“. ეს თამაში იყო გადამწყვეტი მეხუთე თამაში. აღნიშნული 16 ქულით აიზია ტომასმა მოახერხა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა. მიუხედავად ამისა, აიზია ტომასის გუნდი მაინც დამარცხდა ოვერტაიმში და გამოეთიშა ასპარეზობას.

ვინც კალათბურთის წესები იცის და კალათბურთს თვალს ადევნებს, მისთვის ალბათ წარმოუდგენელია, რომ დღეს რომელიმე მოთამაშემ ერთ თამაშში 100 ქულა ჩააგდოს... ეს წარმოუდგენელი ამბავიც არაერთხელ მომხდარა კალათბურთის ისტორიაში და არც თუ ისე დიდი ხნის წინ. 1962 წლის 2 მარტს ამერიკაში უილტ ჩემბერლენმა 100 ქულა მოუტანა თავის გუნდს. უილტ ჩემბერლენი „ფილადელფია ვორიორსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. მან 100 ქულა „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ მატჩში ჩააგდო მეტოქის კალათში.

\"\"

 

ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა, ვინ მოიპოვა ეროვნულ ნაკრებებს შორის ყველაზე მეტი ქულა... ფილიპინების ნაკრების წევრმა ლუის სალვადორმა 116 ქულა ჩაუგდო ჩინეთის ნაკრებს. ეს ფაქტი შორეულ 1923 წელს მოხდა.

უახლესი ფაქტი ამ კუთხით 2006 წელს დაფიქსირდა. ქალმა კალათბურთელმა ენეტ დრეიგორმა 136 ქულა ჩააგდო ისრაელის მესამე დივიზიონის ერთ-ერთ მატჩში. აღსანიშნავია, რომ ენეტ დრეიგორი უკვე 46 წლის იყო, როცა ეს რეკორდი დაამყარა ქალ კალათბურთელთა შორის.

 

ინდივიდუალური მოთამაშეების გარდა, ალბათ საინტერესოა, ყველაზე მეტი ქულა კალათბურთის რომელ თამაშში ჩააგდეს კალათბურთელებმა. ამ მხრივ ჯერჯერობით რეკორდს არავის უთმობს „დეტროიტ პისტონსისა“ და „დენვერ ნაგიტსის“ 1983 წლის 13 დეკემბრის მატჩი. ის თამაში 186-184 დასრულდა დეტროიტელთა გამარჯვებით.

\"\"

 

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე მოგიყვებით. ალბათ, ნამყოფი ხართ საკალათბურთო დარბაზში. შეიძლება არც ხართ ნამყოფი, მაგრამ ტელევიზორით გიყურებიათ კალათბურთისთვის და გინახავთ კალათბურთის მატჩები. არსებობს დიდი და მცირე კალათბურთის დარბაზები, მაგრამ ის, რაც 2010 წლის 14 თებერვალს მოხდა დალასში, ამერიკაში, ალბათ, დაუჯერებელია. იმ დღეს იმართებოდა „ყველა ვარს-კვლავის“ მატჩი ამერიკაში.

\"\"

 

„ყველა ვარსკვლავის“ მატჩიც ტრადიციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ყოველწლიურად იმართება და ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მოთამაშეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. სწორედ ასეთი თამაში გაიმართა დალასში 2010 წელს და იქ მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ამ მატჩს 108 ათას შვიდას ცამეტი მაყურებელი დაესწრო. ეს ციფრი მართლაც წარმოუდგენელია საკალათბურთო მატჩისთვის

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მინდა გიამბოთ. ალბათ, ყველას გსმენიათ მაიკლ ჯორდანის შესახებ... დიახ, ის ცნობილი და მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული კალათბურთელია. შეიძლება არ გსმენიათ ჩარლზ ბარკლის შესახებ. ისიც არანაკლებ ცნობილი კალათბურთელი იყო.

 

\"\"

 

ორივე შეიძლება ჩაითვალოს კალათბურთის ლეგენდად.

საინტერესო ფაქტია, რომ ამ ორივე კალათბურთელს, დიდი იმედგაცრუება ჰქონდა სკოლის ასაკში. მწვრთნელებმა ისინი არ ათამაშეს სკოლის საკალათბურთო გუნდის შემადგენლობაში. მეცხრე და მეათე კლასში ისინი ვერ ხვდებოდნენ სკოლის გუნდშიც კი. ასე რომ, თუ კალათბურთს თამაშობ და ძირითად გუნდში ვერ ხვდები, გულს ნუ გაიტეხ. ყველაფერი წინ გაქვს. შენც შეგიძლია კალათბურთის ვარსკვლავი გამოხვიდე.

\"\"

 

ბოლოსიტყვა

კალათბურთი ძალიან პოპულარული და საინტერესო სპორტის სახეობაა. უამრავი საინტერესო ფაქტი უკავშირდება კალათბურთს. ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს მსოფლიოში კალათბურთს და უფრო მეტი უყურებს. კალათბურთი ყველაზე პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებშია. სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიგონეს კალათბურთი. თუმცა, კალათბურთის გამოგონებაზე კანადელებსაც აქვთ პრეტენზია, რადგან ჯეიმს ნეისმიტი წარმოშობით კანადელი იყო. ამასთანავე, პირველი პროფესიონალური საკალათბურთო მატჩი სწორედ კანადის ქალაქ ტორონტოში ჩატარდა. ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყანა ჩაითვლება კალათბურთის სამშობლოდ. ერთი რამ ფაქტია: ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა კალათბურთში. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი კი საუკეთესო და ყველაზე მომხიბვლელი ჩემპიონატია მსოფლიოში. ყველა ბავშვის და მომავალი კალათბურთელის ოცნებაა, რომ ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატში ითამაშოს რომელიმე გუნდის შემადგენლობაში. იმედია, ბევრ მათგანს ეს ოცნება აუსრულდება.

\"\"

17

17