ზღვა


 

ზაფხულია.

ძალიან ცხელა.

ნიკა და ნინო ზღვაზე ისვენებენ.

 

ზღვაზე ბევრი ბავშვი ისვენებს.

ნიკა და ნინო ზღვაში ბანაობენ.

 

 

ნინომ ზღვის წყალი ჩაყლაპა.

წყალი მარილიანია.

 

 

ნინო ზღვის ნაპირზე ბანაობს.

ნინომ ცურვა არ იცის.

 

 

ნიკა ზღვის ნაპირის მოშორებით ბანაობს.

ნიკა კარგად ცურავს.

 

 

დღეს ზღვაში პატარა ტალღებია.

ამიტომ ზღვის ნაპირზე ბანაობა უსაფრთხოა.

 

 

ზაფხულია.

ძალიან ცხელა.

ნიკა და ნინო ზღვაში გრილდებიან.