ნინოს ცხოველები

 

ნინოს ცხოველები ძალიან უყვარს,

ამიტომ ნინოს სახლში ბევრი ცხოველი ჰყავს.

 

 

ეს ნინოს ძაღლია.

ნინოს ძაღლს პერი ჰქვია.

 

პერის წითელი ბეწვი აქვს.

პერის ნინოსთან თამაში უყვარს.

 

ეს ნინოს თუთიყუშია.

ნინოს თუთიყუში გალიაში ცხოვრობს.

ნინოს თუთიყუშსჭრელი ბუმბული აქვს.

 

 

ნინოს თუთიყუში სიტყვებს იმეორებს:

გ ა მ ა რ ჯ !

 

 

ეს კი ნინოს აკვარიუმია.

აკვარიუმში სამი წითელი თევზია.

 

 

ერთი თევზი დიდია.

ორი თევზი პატარაა.

 

 

ნინოს სახლში კატა არ ჰყავს.

ნინოს უნდა, კატაც ჰყავდეს.