მაიას ტომი

 

\"\" მაიას ტომი ამერიკული წარმოშობის ადამიანების ჯგუფია. მათ უძველეს დროში დაიწყეს ცხოვრება. მათი საცხოვრებელი ადგილი ცენტრალური ამერიკაა, იუკატანის ნახევარკუნძული. მაიას ტომი მაღალი ცივილიზაციით გამოირჩეოდა. მაიას ტომის არსებობას მეცნიერები 4 ეტაპად ყოფენ:

 

\"\" 1-ლი ეტაპი: მაიას ტომის ცივილიზაციის გაჩენის ზუსტი თარიღის დადგენა ძალიან რთულია. ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მაიას ტომები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-18 საუკუნეში უნდა გაჩენილიყვნენ. ამ პერიოდში მათ აგებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი ქალაქები: ნაკბე, სან ბარტოლო, ელ მირადორი და სხვ.

\"\" ქალაქი ტიკალი

\"\" ქალაქი ტიკალი

მე-2 ეტაპი: მაიას ტომის ცივილიზაციამ განვითარების მწვერვალს მიაღწია. ამ დროს უკვე აშენებდნენ ულამაზეს ტაძრებს, სასახლეებს. ეს შენობები ქვეყნის მმართველებსა და წარჩინებულებს ეკუთვნოდათ.

მეორე ეტაპის დასასრულისკენ მაიას ტომების განვითარება ცოტა ხნით შეჩერდა. ამ პერიოდს მეცნიერები მაიას დაცემის ხანას უწოდებენ.

\"\" ჩიჩენ- იცა

\"\" ჩიჩენ- იცა

მე-3 ეტაპი: დაცემის ხანიდან მაიას ტომმა ისევ მოახერხა განვითარება და ახალი ქალაქების აშენება. მათი განვითარების მესამე ეტაპზე აშენებული ქალაქებია: ჩიჩენ-იცა, უშმალი, კობა და სხვა.

მე-4 ეტაპი: ეს პერიოდი ჩვენი წელთაღრიცხვით მე-16 - მე-17 საუკუნეებია. მე-16 საუკუ-ნიდან მაიას ტომების დაპყრობა დაიწყეს ესპანელებმა. დიდი ხნის განმავლობაში უწევდნენ მაიას ტომები წინააღმდეგობას ესპანელ დამპყრობლებს. 1697 წელს ისინი საბოლოოდ დაემორჩილნენ ესპანელებს.

\"\" მაიას ტომი დღეს. მექსიკა

\"\" მაიას ტომი დღეს. მექსიკა

მაიას ტომების განვითა-რების ოთხი ეტაპი სულ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია: ძველი სამეფო, რომელიც პირველ ორ ეტაპს მოიცავს და ახალი სამეფო, რომელიც ბოლო ორ ეტაპს მოიცავს.

\"\" მეცნიერების ვარაუდით, ძველი სამეფოს აშენების შემდეგ მაიას ხალხმა თავისი ტერიტორია დატოვეს. მათ აშენებული ქალაქები მიატოვეს და ახალი სამეფოს მშენებლობა დაიწყეს. რატომ გადასახლდნენ ისინი სხვა ადგილას, უცნობია.

 

მაიას ტომის ცხოვრება

\"\" საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა მაიას ხალხი ყოველდღიურად? მათ მოჰყავდათ მოსავალი. ფიზიკურად გლეხები შრომობდნენ. ისინი მოსავალს სამ ნაწილად ყოფდნენ: ერთ ნაწილს დიდებულებს აძლევდნენ, მეორე ნაწილს - ქურუმებს, მესამე ნაწილს კი თავისთვის იტოვებდნენ. დიდებულები და ქურუმები ფიზიკურად არ შრომობდნენ. მათ მეცნიერება და კულტურა აინტერესებდათ და ორივე სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მაიას ტომმა შექმნა კალენდარი. მაიას ხალხი ვარსკვლავებს აკვირდებოდა. ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა ვარსკვლავების შესახებ მეცნიერება. ამ მეცნიერებას ასტრონომია ჰქვია. მაიას ტომი მათემატიკაშიც ძალიან კარგად ერკვეოდა. მათ კარგად იცოდნენ არქიტექტურა. ისინი უზარმაზარი ტაძრებისა და სასახლეების ზუსტ ნახაზებს აკეთებდნენ. ამ შენობებს გლეხები აშენებდნენ. მაიას ტომების მიერ აშენებული შენობები მრავალ საუკუნეს უძლებდა. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენამდეც მოაღწია. ეს ტომი სრულად არ გადაშენებულა, მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ იუკატანის ნახევარკუნძულზე. მაიას ტომების ქალაქების სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს თავისი ოსტატობითა და სილამაზით.

\"\"