გემი


 

შესავალი

როდისმე ზღვაში გაგიცურავს? ზღვაში ცურვა მარტოსაც შეგიძლია და წყლის ტრანსპორტითაც. გემიც ერთ-ერთი ასეთი სატრანსპორტო საშუალებაა.

 

1

გემი ძალიან დიდია, ბევრ ადამიანს იტევს. გემით ცურვა მარტო ზღვაში კი არა, ოკეანეშიც შეიძლება. გემით მოგზაურობა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველას არ უყვარს. იმიტომ, რომ დიდხანს უწევთ მოგზაურობის დროს წყალზე ყოფნა და ზოგს ამის ატანა არ შეუძლია.

გემი საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსპორტია. ის იმდენად დიდია, რომ მისი საშუალებით დიდი და მძიმე ტვირთის გადატანაც კი შეიძლება. გემი კონტინენტიდან კონტინენტზე მოხვედრის ყველაზე კარგი საშუალებაა.

2

 

პირველი გემები

 

ტყავისგან გაკეთებული ნავი

 

პირველი გემი ძალიან ადრე, უხსოვარ დროში გააკეთეს. იმ ადამიანის სახელი, ვინც პირველი გემი გამოიგონა, ცნობილი არაა. მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პირველი გემი მომთაბარე ხალხს დასჭირდა და მათ გააკეთეს გარეული ცხოველის ტყავისაგან.

3

 

ასეთი გემები უფრო მეტად ცენტრალურ ევროპაში იყო გავრცელებული, რადგან იქ ხეები არ იყო. სამაგიეროდ, აფრიკისა და ინდოეთის კონტინენტებზე გავრცელებული იყო ხისაგან გამოთლილი ნავები. ასეთ ნავს კანოე ჰქვია, პირველი კანოე ეგვიპტელებმა გააკეთეს.

კანოე

4

3

ხოლო პირველი დიდი და გამართული გემი ფინიკიელებმა ააშენეს, რომლითაც მათ იმოგზაურეს ინგლისსა და საფრანგეთში. ფინიკიელების შემდეგ უკვე ბერძნებმა დაიწყეს საზღვაო მოგზაურობები და მათი გემები უფრო დიდი და გამძლე გახდა.

 

ანამედროვე გემები

5

ფინიკიელებისა და ბერძნების მიერ აგებული გემების შემდეგ, გემების განვითარება დღემდე გრძელდება. დიდხანს ისინი ხის იყო და ადამიანის ძალის დახმარებით გადაადგილდებოდა. შემდეგ კი, როდესაც ინგლისში პირველი ორთქლის მანქანა გამოიგონეს, გადაწყვიტეს, რომ ამ ორთქლის ძალაზე გემის მოტორიც გაეკეთებინათ. მართლაც, ორთქლის მოტორმა გაამართლა და კარგად მუშაობდა. თუმცა მალევე შეიცვალა ორთქლის მოტორი ბენზინის მოტორით, ხოლო გემი კი რკინისგან იგებოდა - ხის მასალის ნაცვლად.

ახლა გემები უფრო გამძლე იყო და დიდხანსაც რომ დარჩენილიყვნენ მეზღვაურები ზღვაში, გემს არაფერი დაემართებოდა.

6

თანამდროვე მოტორიანი გემი

 

დღეს ძალიან ლამაზი, კომფორტული და კომპიუტერული სისტემებით აღჭურვილი გემები არსებობს. მათი მართვა ძირითადად კომპიუტერის (ნავიგაციის) საშუალებით ხდება. ნავიგაციის გამოგონება თანამედროვე სამყაროში ძალიან ეხმარება გემის კაპიტანს. გემისთვის ნავიგაციის შექმნაში დიდი წვლილი ჩინელებმა შეიტანეს, რაც სერიოზულ აღმოჩენად ითვლება თანამედროვე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე.

7

 

ბოლოსიტყვაობა

8

გემი ძალიან ლამაზი და დიდია. გემების ნახვა, ზღვის გარდა, ნავსადგურებშიც შეგიძლიათ. როცა ისინი შორეული მოგზაურობიდან აქ ბრუნდებიან, ისვენებენ და მომავალი მგზავრობისთვის ძალებს იკრებენ. ნავსადგურებში გემები სპეციალური კაუჭებით - ღუზებით არიან დაბმულები. მე ერთხელ უკვე ვიყავი ბათუმის ნავსადგურში და გემები დავათვალიერე. ეს შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო იყოს.