სამი სურვილი


 

ერთ ქვეყანაში ღარიბი მეტყევე ცხოვრობდა თავის ცოლთან ერთად. მეტყევე ხეებს ტყეში ჭრიდა. მოჭრილ ხეებს აპობდა. შეშას კი ბაზარში ჰყიდდა.

 

 

ერთ დღეს კაცი ტყეში წავიდა. გაზაფხული იდგა. ტყე მშვენიერი იყო. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ყვავილები ყვაოდნენ. მეტყევეს ისე მოეწონა იქაურობა, ბედნიერებისგან სიმღერა დაიწყო. ამ დროს მან უზარმაზარი ხე დაინახა. გადაწყვიტა, ხე მოეჭრა. შეშას გაჰყიდდა და ფული ცხოვრების ბოლომდე ექნებოდა.

 

კაცმა ცული აიღო ხელში. ამ დროს ხმა მოესმა: „გთხოვ, ნუ მოჭრი ხეს“. მას ეგონა, მოეჩვენა. ისევ აიღო ცული ხელში. ისევ მოესმა ხმა. ხმა უზარმაზარი ხის სიღრმიდან მოდიოდა. იქ ფერია იმალებოდა.

 

 

ფერიამ სთხოვა მეტყევეს, არ მოეჭრა ხე. ფერია ზამთრობით ამ ხეში ცხოვრობდა. იგი ხის გარეშე გაიყინებოდა. სამაგიროდ, ფერია მეტყევეს სამი სურვილის ასრულებას დაჰპირდა.

გახარებული მეტყევე სახლში დაბრუნდა. თავისი თავგადასავალი ცოლს მოუყვა. ისინი ღარიბები იყვნენ და ორივეს სურდა გამდიდრება.

 

მეტყევე ძალიან მშიერი იყო. მან ცოლს სთხოვა, სადილი გაემზადებინა, თუმცა სახლში საჭმელი არ ჰქონდათ. მეტყევემ გახარებულმა ინატრა ტკბილი შოკოლადი. შოკოლადები მაშინვე მაგიდაზე გაჩნდა. მეტყევე ჭამდა. შოკოლადები კი არ თავდებოდა.

 

მეტყევის ცოლი გაბრაზდა. მას გამდიდრება უნდოდა, ქმარმა კი საჭმელში დახარჯა ერთი სურვილი. გაბრაზებულმა ინატრა, ქმარს შოკოლადით

 

ცხვირი დასვროდა. მაშინვე მეტყევის ცხვირი შოკოლადიანი გახდა.

ახლა მეტყევე გაბრაზდა ცოლზე: რატომ დახარჯა ცოლმა მეორე სურვილი ასეთი უაზრო რამისთვის... მათ მესამე სურვილიც ჰქონდათ. მაგრამ შოკოლადი მეტყევის ცხვირს არ მოსცილდა. მეტყევემ ცხვირიდან შოკოლადის მოშორება ინატრა. მაშინვე ცხვირი გაუსუფთავდა.

 

 

ასე მოიქცნენ მეტყევე და მისი ცოლი. მათ სამივე სურვილი უაზროდ გამოიყენეს. ისინი ღარიბებად დარჩნენ.