ჩემი მეგობარი
მე მყავს მეგობარი.
ჩემი მეგობარი ცხოვრობს რუსთავში.
ჩემი მეგობარი გოგონაა.
მას ჰქვია მარიამი.
მარიამი კარგი გოგოა.
მარიამს უყვარს კითხვა.
მარიამი კარგი მკითხველია.
მან კარგად იცის მათემატიკაც.
მათემატიკა მისი საყვარელი საგანია.
მარიამი ჭკვიანი გოგოა.
მე მიყვარს მარიამთან საუბარი.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ.
მე მიყვარს მარიამთან ერთად სეირნობა.
ჩვენ ერთად ხშირად ვსეირნობთ.
მარიამი ჩემი საუკეთესო მეგობარია.