ცირკში

 

სალომე და ელენე ცირკში წავიდნენ.

 

 

ამ კლოუნს წითელი ცხვირი აქვს.

 

 

იმ კლოუნს ყვითელი ცხვირი აქვს.

 

 

ამ კლოუნს წითელი ლოყები აქვს.

 

 

იმ კლოუნს თეთრი ლოყები აქვს.

 

 

ეს კლოუნი მაიმუნს ეთამაშება.

მაიმუნს გრძელი კუდი აქვს.

 

 

ის კლოუნი ღორს ეთამაშება.

ღორს პატარა და ხვეული კუდი აქვს.

 

 

ეს კლოუნი ბაჭიას ეთამაშება.

ბაჭიას მრგვალი კუდი აქვს.

 

 

კლოუნები ერთმანეთს ეთამაშებიან.

კლოუნებს კუდი არ აქვთ.