უცნაური ფეხსაცმელები

ფეხსაცმელს ფეხზე ვიცვამთ. ფეხსაცმლის გარეშე ფეხი დაზიანდება. ფეხსაცმლით დავდივართ ყველგან: ეზოში, სახლში, სკოლაში.

ყველა სეზონს განსხვავებული ფეხსაცმელი აქვს. ზამთარში სიცივეა და ამიტომ თბილ ფეხსაცმელებს ვიცვამთ. ზაფხულში სიცხეა და ამიტომ ღია ფეხსაცმელებს ვიცვამთ.

ჩვეულებრივი ფეხსაცმელის გარდა, არსებობს უცნაური ფეხსაცმელიც. უცნაური ფეხსაცმელი განსხვავებულია ჩვეულებრივი ფეხსაცმლისგან.

 

ფეხსაცმელი ბორბლებზე

 

ეს ფეხსაცმელი ოთხ ბორბალზეა. ფეხსაცმელს სათამაშო მანქანის ფორმა აქვს. ზოგიერთ ადამიანს ფეხით სიარული ეზარება. ეს ფეხსაცმელი ზარმაცი ადამიანებისთვისაა. ამ ფეხსაცმელს მიმართულებას მისცემ და თვითონ წაგიყვანს.

 

კოსმონავტის ფეხსაცმელი

 

ეს ფეხსაცმელი კოსმონავტებისთვისაა. კოსმოსის გარემო განსხვავებულია დედამიწის გარემოსგან. ამიტომ კოსმონავტებს სპეციალური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელები სჭირდებათ.

კოსმონავტის ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერისაა. ასე რომ, კოსმონავტს შეუძლია თავად აირჩიოს ფეხსაცმლის ფერი.

 

იატაკის საწმენდი ფეხსაცმელი

 

ეს იატაკის საწმენდი ფეხსაცმელია. მას ძირზე ორი მბრუნავი საწმენდი აქვს. საწმენდები იატაკს ბაქტერიებისგან წმენდს.