ანიკოს და ვანიკოს არდადეგები

ანიკო და ვანიკოს არდადეგები

ანიკო და ვანიკო სკოლაში დადიან. ახლა ზაფხულია. ანიკოს და ვანიკოს არდადეგები აქვთ. ბავშვებს ძალიან უყვართ არდადეგები. ბავშვებს უხარიათ არდადეგები. ანიკო და ვანიკო არდადეგებს სოფელში ატარებენ. ბავშვებს უხარიათ სოფელში წასვლა. ბავშვებს უხარიათ სოფელში ბებიას და ბაბუას ნახვა. ანიკოს და ვანიკოს უხარიათ სოფელში მეგობრების ნახვა. მეგობრები ანიკოს და ვანიკოს სიხარულით ელიან.

ანიკო და ვანიკო მეგობრებთან ერთად დადიან სათევზაოდ. მეგობრები ერთად დადიან საბანაოდ. ისინი ერთად აგროვებენ სოკოს ტყეში. ანიკო და ვანიკო ბებიასა და ბაბუასაც ეხმარებიან.

ანიკო და ვანიკო წიგნებს კითხულობენ ზაფხულში. ზაფხულში ბავშვები სასკოლო წიგნებს არ კითხულობენ. ანიკო და ვანიკო საყვარელ წიგნებს კითხულობენ. ისინი ახალ და საინტერესო წიგნებსაც კითხულობენ. ხანდახან ანიკო და ვანიკო წიგნებს ერთად კითხულობენ. ისინი წიგნებს ხმამაღლა უკითხავენ ერთმანეთს. ერთად კითხვა საინტერესოა. ერთად კითხვა სასარგებლოა. მერე ანიკო და ვანიკო ერთმანეთს წიგნებზე ესაუბრებიან. ისინი საუბრობენ, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ. ხანდახან ანიკო და ვანიკო მეგობრებთან ერთად კითხულობენ წიგნებს. ანიკო მეგობრებს წიგნებს უკითხავს. მერე ვანიკო უკითხავს მეგობრებს წიგნებს. მეგობრებიც უკითხავენ წიგნებს ერთმანეთს. ხანდახან მეგობრები წიგნებზე მთელი საღამო საუბრობენ. ხანდახან ისინი წარმოდგენას მართავენ. წარმოდგენაში მეგობრები საყვარელ გმირებს თამაშობენ.

ანიკო და ვანიკო არდადეგებს საინტერესოდ ატარებენ.