ინდიელები


შესავალი

ინდიელები ამერიკის მოსახლეობის საერთო სახელია. გამონაკლისს მხოლოდ ესკიმოსები და ალეუტები წარმოადგენენ. ინდიელთა ეს სახელი ევროპიდან გავრცელებულა.

შენ ალბათ გახსოვს, რომ ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთის ძებნაში ამერიკის კონტინენტის სანაპიროს მიადგა. ეს მე-15 საუკუნის ბოლოს მოხდა. სწორედ ამ დროიდან უწოდებენამერიკის კონტინენტის მაცხოვრებლებს ინდიელებს. დღეს ინდიელთა რასისწარმომადგენელი დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში. მე-19 საუკუნეში მათი რიცხვი 60 მილიონზე მეტი იყო. ინდიელთა რასა დაახლოებით 100 ეროვნებას აერთიანებს. მე-15 საუკუნეში კი, როდესაც ევროპელები ამერიკას მიადგნენ, 200-ზე მეტი ეროვნება არსებობდა.

 

ინდიელთა ისტორია

მეცნიერების აზრით, ინდიელი ხალხი ამერიკაში ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან გადმოსახლდა. ისინი ამერიკაში „ბერინგის ხიდის“ საშუალებით გადმოვიდნენ. მილიონი წლის წინ ბერინგის სრუტე არ არსებობდა. ბერინგის სრუტის ადგილას ხმელეთი იყო. ზუსტად სახმელეთოგზითგადავიდახალხიაზიიდანამერიკაში.ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ინდიელების ჩასახლება მთელ კონტინენტზე მრავალი ათასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. ინდიელთა სამშობლოდ ალტაის რეგიონი ითვლება.

ინდიელთა ენა

შამანი, 1988 წლის სურათი

ჩრდილოეთ ამერიკაში ინდიელთა დაახლოებით 400 ტომი ბინადრობდა. ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ინდიელებს დამწერლობა არ გააჩნდათ. თუმცა, მე-19 საუკუნეში ერთ-ერთი ტომის ბელადმა - სეკვოიამ შექმნა ანბანი „ჩეროკი“. ორი წლის შემდეგ მან ამ ენაზე პირველი გაზეთი „ჩეროკი ფინიქსი“ გამოუშვა. ზოგიერთი ტომი სიგნალების ენაზე საუბრობდა. ინდიელებიმთავარ სიგნალებს ფეხით სიარულის ან მგზავრობის დროს შეთანხმებული მოძრაობებით გადმოსცემდნენ. ხანდახან ურთიერთობისთვის ინდიელები სხვადასხვა ნივთსაც იყენებდნენ, მაგალითად, სარკეს.

 

ინდიელთა საცხოვრებელი და მეურნეობა

ინდიელთა საცხოვრებელი ძალიან განსხვავებული იყო. ისინი ცხოვრობდნენ ქოხებში, მიწურებში, ფანჩატურებში, კარვებში. ინდიელთა ზოგი ტომი გრძელ საერთო სახლებში ცხოვრობდა. ასეთი სახლები სხვადასხვა მასალისგან - ქვების, თიხის, ხის ტოტებისა და ფოთლებისგან, ხანდახან კი, ფიცრებისგან იყო აშენებული.

ინდიელების მეურნეობა ასევე ძალიან განსხვავდებოდა. მათს მეურნეობაზე გავლენას ახდენდა ადგილმდებარეობა.ტრადიციები ასევე ახდენდა გავლენას ინდიელთა საქმიანობაზე. მთავარი საქმიანობა მონადირეობა იყო.ინდიელები ასევე კრეფდნენ და აგროვებდნენ ტყის ნობათს. ინდიელების ზოგიერთი ტომი მიწათმოქმედებას მისდევდა. თევზი მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო ინდიელებისათვის. მეთევზეობა კი - პოპულარული საქმიანობა.

ევროპელების შემოსვლის შემდეგ ინდიელებმა ცხენის გამოყენება დაიწყეს. ასევე, ისწავლეს ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებაც. ინდიელებისთვის გარეულ ხარებზე - ბიზონებზე ნადირობაუფრო ადვილი გახდა.

ინდიელთა ტომის წარმომადგენელი

 

ინდიელებს კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობა ჰქონდათ. განსაკუთრებით განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში. აქ ინდიელებს მრავალი მცენარეული კულტურა მოჰყავდათ. ინდიელებს დიდი რაოდენობით შინაური საქონელი და ფრინველიც ჰყავდათ.

საჭმლის გაკეთებით მხოლოდ ქალები იყვნენ დაკავებულები. ინდიელების გავრცელებული საკვები იყო პემიკანი. პემიკანი პატარა და ძალიან ნოყიერი საკვებია. იგი შედგება გამხმარი ბიზონის ხორცისა და სხვადასხვა გამხმარი ბოსტნეულისგან. პემიკანი ძალიან პოპულარული გახდა მოგზაურებში.მოგზაურები დაინტერესებულები იყვნენ პატარა წონის საკვებით, რომელიც მათ დიდი ხნით დაანაყრებდა.

 

კერამიკა

ინდიელებმა კერამიკის დამუშავება ევროპელების ჩამოსვლამდე ბევრად ადრე იცოდნენ. ადგილობრივი კერამიკა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. განსხვავებული იყო კერამიკის დამუშავების წესიც. ინდიელებმა არ იცოდნენ ბორბლის კეთება და არც კერამიკის დასამუშავებელი დაზგები ჰქონდათ. ისინი კერამიკას ხელით ამუშავებდნენ. კერამიკის გარდა, ინდიელები ასევე მოიხმარდნენ თიხას. თიხას იყენებდნენ ნიღბების და სხვა სარიტუალო საგნების გასაკეთებლად.

 

ხელოვნება

ცენტრალურ ამერიკაში, ანდების მთების ტერიტორიაზე, ევროპელების შემოსვლამდე ძალიან განვითარებული იყო კულტურის დარგები. ბევრი ძველი ნივთია აღმოჩენილი დღევანდელი ქვეყნების: მექსიკის, გვატემალას, ჰონდურასის, პანამას, კოლუმბიის, პერუს, ბოლივიის და სხვა ტერიტორიებზე.

თანამედროვე ხელოვნება ინდიელთა ხალხის კულტურიდან.

 

ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა ინდიელთახალხის კულტურა. მათ კულტურაში ასახულია მონადირეების, მეთევზეების, გლეხების წარმოდგენები სამყაროზე. ეს ნამუშევრებილამაზადაა გაფორმებული. მითოლოგიური არსებები დიდ გავლენას ახდენდნენ ინდიელთა კულტურაზე.

ძალიან ლამაზია ინდიელთა ხეზე კვეთის ხელოვნება. ხეზე კვეთის ხელოვნებარიტუალებისთვის გამოიყენებოდა. ინდიელები ასევე გამოირჩეოდნენ ქსოვით და ქარგვით. ისინი ძალიან კარგიფეიქრებიც იყვნენ. ნამუშევრები ხშირად ბუმბულებით, ქვებითა და კერამიკით იყო გაფორმებული.ინდიელთა ნამუშევრები ხშირად ასახავდა ბრძოლის ან ნადირობის სცენებს.

სამწუხაროდ, ბევრ დღევანდელ ქვეყანაში, მაგალითად,ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, არგენტინაში და სხვა, ინდიელთა კულტურა ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა. სამაგიეროდ, სხვა ქვეყნებში: მექსიკაში, გვატემალაში, პერუში, ბოლივიაში- ხალხური ხელოვნება ინდიელთა ხელოვნებაზეა დაფუძნებული.

 

მითოლოგია

ინდიელ ხალხთა ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მითოლოგია. მითოლოგიაში ასახულია ცეცხლის გაჩენის, ადამიანებისა და ცხოველების წარმოშობის ისტორიები. მოგვიანებით გაჩნდა ახალი მითი კაიმანზე. კაიმანისაკვების ღმერთი და მცენარეების კეთილი სული იყო. ინდიელების მითოლოგია სამყაროს გაჩენის შესახებ ძალიან მდიდარია.

ინდიელებს ძალიან ლამაზი ქალღმერთი მაისა ჰყავდათ. მაისა ინდიელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები მცენარე იყო. მითის მიხედვით, ქალღმერთი მაისა მცენარეებს მფარველობდა. იგი ძალიან ლამაზი იყო და გრძელი ნაწნავები ჰქონდა. ეს ქალღმერთი ყველა ინდიელი ტომისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო. „ნაწნავებიანი ქალღმერთი“ მიწისა და ცის, სიცოცხლისა და სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენდა.

შეიძლება გსმენია ინდიელი შამანების შესახებ. შამანები ბევრ უნარსა და ცოდნას ფლობდნენ. ინდიელები მიიჩნევდნენ, რომ შეეძლოთ ავადმყოფის განკურნება, ბუნების ძალების მართვა, ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობა, სულებთან კონტაქტი. შამანების შესახებ ბევრი ლეგენდა დღემდე არსებობს და ძალიან პოპულარულია.

 

ინდიელები და ცივილიზაციის განვითარება

ინდიელების მიერ მოყვანილმა საკვებმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. საკვები პროდუქტები - სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, მზესუმზირა, კაკაო, თამბაქო, პილპილი, ლობიო, არაქისი, ყაბაყი და ბევრი სხვა სწორედ ინდიელ ხალხს უკავშირდება.ევროპაში კარტოფილის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეამცირა შიმშილი. სიმინდი კი ადამიანის საკვებიცაა დაგამოიყენება საქონლის გამოსაკვებადაც.

ინდიელებისგან მოდის სხვადასხვა შინაური ფრინველისა და ცხოველის კულტურაც. მაგალითად, ინდაური ინდიელ ტომებში ძალიან იყო გავრცელებული. ინდიელებმა მოაშინაურეს ასევეცხვრის სხვადასხვა სახეობა.ინდიელები ცხოველის მატყლს ფართოდ იყენებდნენ. ძაღლების თანამედროვე ჯიშებს შორის ბევრია ისეთი, რომლის ფესვები სათავეს ამერიკელი ინდიელების მიერ მოშინაურებული ჯიშებისგან იღებს.

 

ბოლოთქმა

ალბათ გინახავთ კინოფილმები ინდიელებისა და მათი გმირობის შესახებ. შეიძლება მაინ რიდის ან ჯეიმს კუპერის რომანები წაგიკითხავთ ინდიელების შესახებ. ამ წიგნებისადა კინოხელოვნების წყალობით გახდა ცნობილი და საინტერესო ინდიელთა ისტორია, მითოლოგია და კულტურა. ეს არაა უცნაური. ინდიელი ხალხი ძალიან თვითმყოფადია.