შიში


 

გელას აღარ უნდა სკოლაში სიარული.

ის დაიღალა. მას სულ ეშინია. მას აშინებენ.

რამდენიმე დიდი ბიჭი ჩაგრავს მას სკოლაში.

ისინი ხელს კრავენ. ისინი მიწაზე აგდებენ გელას. ისინი გელას უმალავენ წიგნებს.

ისინი გელას ეძახიან დამცინავ სახელებს.

ისინი გელას აშინებენ.

 

 

როცა გელას ძალიან ეშინია, გელა სკოლაში არ მიდის. გელა ეუბნება დედას, რომ ცუდად არის.

დედა შეშფოთებულია. „დარჩი სახლში და დასვენე!“ - ამბობს დედა, „ხვალ უკეთ იქნები“...

გელა რჩება სახლში.

სახლში გელა კითხულობს წიგნებს. სახლში გელა უყურებს ტელევიზორს. სახლში ისვენებს. სახლში გელა არ არის შეშინებული.

 

 

„უთხარი ვინმეს, რომ სკოლაში გაშინებენ,“ - ეუბნება გელას მისი საუკეთესო მეგობარი მაკა.

მაგრამ გელას ეშინია. მას ეშინია, რომ ვინმეს უთხრას თავისი ამბავი.

„ეს ყველაფერს უარესად გააფუჭებს მაკა!“ – ამბობს გელა: „შენ არ იცი, როგორია ჩემი სკოლა! შენ არ იცი, როგორები არიან ეს ბიჭები!“

 

 

„სკოლას აცდენ. არ შეიძლება ამდენი გაცდება! აბა როგორ უნდა ისწავლო? შეიძლება კლასში დაგტოვონ!“ - ამბობს მაკა.

გელამ იცის, რომ მაკა მართალია. გელამ იცის, რომ უნდა უთხრას დედას ყველაფერი.

„დღეს დედას მოვუყვები ყველაფერს!“ - ფიქრობს გელა.