დახატე საკუთარი თავი


 

შენ შეგიძლია დახატო საკუთარი თავი. ასეთ ნახატს ავტოპორტრეტი ეწოდება. ხატვისათვის შენ დაგჭირდება:

სარკე,

შავი ფანქარი,

ფურცელი,

ფერადი საღებავები.

 

1

 

 

რა ფერები დაგჭირდება?

გააჩნია, რა ფერები გიყვარს. კიდევ გააჩნია, რა ფერის თმები გაქვს, გააჩნია, რა ფერის თვალები გაქვს.

 

დავიწყოთ!

 

2

 

 

ჩაიხედე სარკეში.

ჯერ დახატე დიდი წრე.

გაუსვი წრის შუაში ხაზი, ისე, რომ ორ ტოლ ნაწილად გაყო.

რა მიიღე?

 

ორი ნახევარწრე!

 

3

 

 

შემდეგ დახატე თვალები თითოეულ ნახევარწრეში.

ამის შემდეგ დახატე ტუჩები გავლებული ხაზის გასწვრივ.

ახლა დახატე ცხვირი გავლებული ხაზის გასწვრივ.

რა მიიღე?

 

სახე!

 

4

 

 

შემდეგ დახატე ორი პატარა ნახევარწრე დიდ ნახევარწრეზე.

რა მიიღე?

 

ყურები!

 

5

 

 

ამის შემდეგ დახატე ორი პატარა რკალი თვალებს ზემოთ.

რა მიიღე?

 

წარბები!

 

6

 

 

კიდევ დახატე ორი ოვალი დიდ ნახევარწრეებში. ფანქარს არ დააწვე. მკრთალად დახატე.

რაა მიიღე?

 

ლოყები!

 

7

 

 

შეხედე შენს თმას.

მოკლე თმა გაქვს? გრძელი თმა გაქვს? ხვეული თმა გაქვს? სწორი თმა გაქვს? ყავისფერი თმა გაქვს? ყვითელი თმა გაქვს? წითელი თმა გაქვს? შავი თმა გაქვს?

ახლა დახატე, როგორი თმაც გაქვს.

 

8

 

 

ბოლოს გააფერადე შენი ნახატი. გააფერადე თმა. გააფერადე თვალები. გააფერადე ტუჩები. ტუჩები წითლად გააფერადე. ტუჩები ყველას წითელი აქვს. გააფერადე ლოყები. ლოყები ვარდისფრად გააფერადე.

ლოყები ყველას ვარდისფერი აქვს.

 

ახლა შენ გაქვს შენი ავტოპორტრეტი!

 

9