კალათბურთი


 

კალათბურთი გუნდური თამაშია. კალათბურთს ორი გუნდი თამაშობს. თითოეულ გუნდში ხუთი მოთამაშეა. კალათბურთს მოედანზე თამაშობენ. კალათბურთის მოედანი ფეხბურთის მოედანზე პატარაა. კალათბურთის მოედანი დახურულ დარბაზშია.

 

 

კალათბურთის მოთამაშის მიზანია, ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის კალათში ჩააგდოს. რაც მეტ ბურთს ჩააგდებენ კალათ-ბურთელები, მეტ ქულას აგროვებს გუნდი.

 

რაც უფრო შორიდან აგდებს მოთამაშე კალათში ბურთს, მეტი ქულა ეწერება მას. ბურთის ერთი ჩაგდებისთვის ყველაზე მაღალი ქულაა 3. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.

 

კალათბურთის მატჩი ოთხი ნაწილისგან შედგება. ამ ნაწილებს მეოთხედები ჰქვია. ერთი მეოთხედი 10 წუთი გრძელდება. 2 მეოთხედი ერთი ტაიმია. მეოთხედების შემდეგ 2 წუთი შესვენებაა. ტაიმებს შორის კალათბურთელები მეტს ისვენებენ. დიდი შესვენება 15 წუთი გრძელდება.

 

კალათბურთს ხელით თამაშობენ. მოთამაშე ხელით ატარებს ბურთს. როცა მოწინააღმდეგის კალათთან ახლოს მივა, იგი ბურთს კალათში ისვრის ან აწოდებს პასს.

კალათბურთელს ეკრძალება ბურთის დაგდების გარეშე ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა. ბურთის დაუგდებლად ორჯერ მეტი ნაბიჯის გადადგმას გარბენი ეწოდება. კალათბურთში კიდევ არ შეიძლება ბურთიანად ახტომა და დახტომა.

 

კალათბურთი ძალიან პოპულარული სპორტია. მას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. მას ბევრი ადამიანი თამაშობს. კალათბურთი თანამედროვე თამაშია. უკვე 122 წელი გავიდა, რაც კალათბურთი გამოიგონეს, მაგრამ ის სულ თანამედროვედ რჩება.

 

კალათბურთი პირველად ამერიკის შტატ მასაჩუსეტსში ითამაშეს.. თამაში გამოიგონა კოლეჯის მასწავლებელმა. მას ჯეიმს ნეისმიტი ერქვა. ჯეიმსმა პირველი კალათბურთის მატჩი მოაწყო. მატჩი მალე გახდა ცნობილი მთელ ამერიკაში. მალე კალათბურთი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.