სპილო


სარჩევი

 

შესავალი ..........................................................................4

აფრიკული სავანის სპილო ...........................................5

აფრიკული ტყის სპილო ...............................................6

აზიური სპილო ...............................................................7

შეყვარებული სპილოები ..............................................8

სპილოების გამრავლება ................................................9

სპლიყვი ...........................................................................10

სპილოების ტრადიციები ..............................................11

სპილოების დაბერება ....................................................12

გადაშენებული სპილოები ............................................13

ცნობილი სპილოები ......................................................15

ჯამბო ................................................................................16

ტოპსი ................................................................................17

ბოლოსიტყვაობა .............................................................19

ლექსიკონი .......................................................................20

 

2

შესავალი

 

სპილო უზარმაზარი ცხოველია, რომელიც აფრიკასა და აზიაში ცხოვრობს. თუმცა, სპილოს ნახვა სხვა ქვეყნებშიც შეგიძლიათ. ჩვენთან, საქართველოშიც არის სპილო. ის ზოოპარკში ცხოვრობს.

სპილოები სხვადასხვა ჯიშისა არიან. ჩვენ სპილოს სამ ჯიშს ვიცნობთ:

აფრიკული სავანის სპილო;

აფრიკული ტყის სპილო;

3

აზიური სპილო.

 

აფრიკული სავანის სპილო

 

აფრიკული სავანის სპილო დიდი ტანისაა, მისი ხორთუმი და ეშვები უფრო ძირსაა დაშვებული და მოღუნულია.

4

 

აფრიკულიტყისსპილო

 

აფრიკულ ტყის სპილოს კი ეშვები უფრო სწორი აქვს და ზემოთაა მიმართული.

 

 

5

აზიური სპილო

 

აზიური სპილო ამ ორივესგან ზომით განსხვავდება. ის უფრო პატარაა, პატარა ყურები და ხორთუმი აქვს. სამივე ჯიშის სპილო საღამოობით უფრო აქტიურია, ვიდრე დღისით. დღის განმავლობაში სპილო ისვენებს ან სძინავს.

6

 

შეყვარებულისპილოები

 

სპილოებს ერთმანეთისთვის თავის მოწონებისრიტუალებიაქვთ. მდედრი სპილო უკარებაადა მისთვის თავის მოწონება ძალიან რთულია. ამიტომ ძალიან ბევრია შეყვარებული მამრი სპილო.

 

7

 

სპილოების გამრავლება

 

სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც თითქმის 2 წელი, 22 თვე ჰყავს თავისი პატარა მუცელში; დაბადებისას კი პატარა სპილო 100 კილოს მაინც იწონის.

8

 

სპლიყვი

 

სპილოს შვილს სპლიყვი ჰქვია. სპლიყვი როცა იბადება, მისი დედა სულ მასთანაა, უვლის და ზრუნავს მასზე, ძუძუს აჭმევს. ხანდახან სხვა მეგობარ სპილოებს ჩააბარებს ხოლმე, რომ თვითონ კარგად ჭამოს ბალახი. საღამოსთვის კი პატარა სპილოსთვის ბევრი რძე დააგროვოს. მამრი სპილო 12 წლამდე დედასთან არის, მერე კი ცალკე ცხოვრებას იწყებს. მდედრი კი სულ დედასთან ერთადაა.

 

9

 

სპილოების ტრადიციები

 

სპილოები ძალიან ტრადიციულიცხოველებიარიან, თან - ძალიან ჭკვიანები და ემოციურები. ისინი ერთმანეთთან მეგობრობენ და ერთად დადიან. მდედრები სულ ჯოგშიარიან, ერთად მიდიან საძოვრად, სასეირნოდ, ერთმანეთს

უზიარებენ საკვებს და ა.შ.

მამრი სპილოები კი, სანამ პატარები არიან, დედასთან

ერთად ჯოგში ცხოვრობენ, მერე კი ცალკე გადიან და მარტო დაეხეტებიან. შვილებზეც მხოლოდ მდედრები ზრუნავენ და არა მამრები.

 

10

სპილოები მიწისძვრისა და ცუნამის საფრთხესაც გრძნობენ და მაშინვე ერთმანეთს ატყობინებენ, შემდეგ კი ერთად გადადიან უსაფრთხო ადგილას.

 

სპილოებისდაბერება

 

11

სპილო 60-80 წლამდე ცხოვრობს. დაბერებისას კვდება. ცოტა ხნით ადრე ავად ხდება და წვება. ამ დროს მის მოსანახულებლად სხვა სპილოები მიდიან. მისი ჯოგის წევრები ძალიან დარდობენ მეგობრის ავადმყოფობას.

 

როცა სპილო კვდება, მის სიკვდილს დანარჩენი სპილოები სიჩუმით პატივს სცემენ, მერე კი ასაფლავებენ. ორმოს თხრიან და ზემოდან მიწას და ბალახს აყრიან. სპილოს საფლავს ყველა პატივს სცემს: მას ჩუმად ჩაუვლიან ხოლმე გვერდით თავდახრილი სპილოები.

 

 

გადაშენებული სპილოები

 

12

ახლა სპილოს მხოლოდ სამი სახეობა არსებობს, მაგრამ ადრე ეს რაოდენობა გაცილებით დიდი იყო და სპილოს 40-მდე სახეობა არსებობდა. ისინი გამყინვარების პერიოდამდე ცხოვრობდნენ. კლიმატის ცვლილებას ვერ გაუძლეს და დაიღუპნენ. გადაშენებული სპილოს ერთ-ერთი სახეობაა მამონტი, რომელსაც ძალიან გრძელი ბეწვი ჰქონდა. თანამედროვე სპილოებს კი ბეწვი საერთოდ არ აქვთ. მამონტებს უფრო გრძელი ხორთუმები და გრძელი ეშვები ჰქონდათ, ვიდრე ახლანდელ სპილოებს. ერთი მამონტი დაახლოებით 12 ტონას იწონიდა. მამონტები ერთბაშად არ გადაშენებულან. ზოგიერთმა 1700 წლამდე გაძლო, შემდეგ კი ისინი აღარავის უნახავს.

13

 

ცნობილი სპილოები

 

სპილო თავისთვის ცხოვრებას არჩევს, მაგრამ როცა მას ადამიანი იჭერს, სხვა გზა აღარ რჩება, ადამიანების გარემოცვაში უნდა იცხოვროს. ორი სპილო განსაკუთრებით ცნობილი გახდა ადამიანების წყალობით. მათ სახელებიც კი შეურჩია ხალხმა: ჯამბო და ტოპსი.

 

 

14

 

ჯამბო

 

ჯამბო აფრიკული სავანის სპილო იყო, რომელიც 1861 წელს დაიბადა სუდანში და, ჯერ კიდევ ძალიან პატარა, პარიზში წაიყვანეს. ცოტა ხანში ლონდონის ზოოპარკში გადაიყვანეს. ზოოპარკში ის ძალიან შეუყვარდათ. ბავშვები ჯამბოს სანახავად ხშირად მოდიოდნენ. ჯამბოსაც ძალიან უყვარდა ისინი და ხშირად ასეირნებდა კიდეც. ზოოპარკის დარაჯი ჯამბოს ხშირად ვისკის ასმევდა, რადგან თვლიდა, რომ სპილოს ჯანმრთელობისათვის ვისკი ძალიან სასარგებლო იყო.

15

 

მალე ჯამბო ამერიკაში გაყიდეს და როცა მისი წაყვანის დრო მოვიდა, ბავშვებმა ძალიან მოიწყინეს. ასი ათასმა ბავშვმა წერილი მისწერა ინგლისის დედოფალს და სთხოვა, სპილო ინგლისში დაეტოვებინა. მაგრამ თხოვნა არ შეუსრულდათ. ჯამბო მაინც წაიყვანეს ამერიკაში. ის იქ კიდევ უფრო ცნობილი გახდა. ყველა ძალიან ეფერებოდა, სანამ არ მოკვდა. სპილოს მატარებელი დაეჯახა და მას შემდეგ ვეღარ გამოკეთდა. ჯამბო 24 წლის ასაკში დაიღუპა.

 

ტოპსი

 

16

ტოპსი ძალიან დიდი, ჭკვიანი სპილო იყო და ზოოპარკში ცხოვრობდა. ის ცნობილი თავისი სიკვდილით გახდა. ტოპსი ძალიან მკაცრად დასაჯეს. ერთ-ერთმა მეცნიერმა ტომას ედისონმა ცხოველების დასჯის განსხვავებული გზა მოიფიქრა: იგი დენის საშუალებით კლავდა იმ ცხოველებს, რომლებიც რაიმეს დაუშავებდნენ ადამიანს. ტოპსიც მან მოკლა. ტოპსიმ სამი ადამიანი გათელა. ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელმაც ტოპსის ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ მერე მისი ტანჯვისთვის ეყურებინა. ტოპსი ძალიან გამწარდა და მწვრთნელი მოკლა. ის სწორედ ამის გამო დასაჯეს. ტოპსის ჯერ მოწამლული სტაფილოები აჭამეს და შემდეგ ძლიერი დენის საშუალებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

17

 

ბოლოსიტყვაობა

 

სპილოები უწყინარი და დინჯი ცხოველები არიან; თუ არაფერს დაუშავებ, თვითონაც არაფერს გერჩიან. მაგრამ სპილოს გაბრაზება საშიშიცაა, მან დანდობა აღარ იცის და შეიძლება ადამიანი მოკლას. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება. ძირითადად სპილოები ადამიანებთან მეგობრობენ.

 

1

8

 

ლექსიკონი

 

ჯიში - 1. ადამიანების მოდგმა, გვარი. 2. ცხოველთა სახეობა.

სავანე-წყნარი მოსასვენებელი ადგილი.

რიტუალი - მოწესრიგებული, დაგეგმილი მოქმედება, რომელიც გულისხმობს რაღაცის გამოხატვას.

ტრადიცია - ჩვეულება, რომელიც ძვირფასია ზოგიერთისთვის და მუდმივად ასრულებს მას.

ჯოგი -ერთად მოსიარულე ცხოველების ჯგუფი.

მდედრი -მდედრობითი სქესის ცხოველი.

მამრი-მამრობითი სქესის ცხოველი.

უკარება -არავის ახლოს რომ არ იკარებს.

კლიმატი-ამინდი.

ვისკი- სასმელი, რომელიც ათრობს.

ცუნამი - ბუნებრივი მოვლენა. წყლის უზარმაზარი ტალღები, რომლებიც წყლიდან გადმოდის და მერე ისევ უკან ბრუნდება. უკან წასვლის დროს თან მიაქვს ყველაფერი, რაც გზად ხვდება.

1

9

მიწისძვრა- ბუნების მოვლენა, როცა მიწა იძვრის და სახლები ზანზარებენ.