ფაშიზმის დამარცხება


 

ფაშიზმი არის პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხალხის თავისუფლების შეზღუდვა, საკუთარი ერის განდიდება და სხვა ერების დამცირება.

 

1

სიტყვა „ფაშიზმი“ მოდის ლათინური სიტყვიდან „ფაშის“ (fascis), რაც ნიშნავს კონას. ეს სიტყვა პირველად, 1919 წელს გამოიყენა იტალიელმა პოლიტიკოსმა ბენიტო მუსოლინიმ, როდესაც მან ჩამოაყალიბა მებრძოლთა გაერთიანება. მან ამ გაერთიანებას უწოდა მებრძოლთა კონა, ანუ ფაშისტები. სწორედ ამ დროს, იტალიაში ჩაეყარა ფაშიზმს საფუძველი. 1921 წელს ბენიტო მუსოლინი, თავისი მებრძოლებით შევიდა რომში და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. მან ფაშისტები

2

დაუმარცხებელ ძალად გამოაცხადა, რომელიც ხალხს უკვე

ბენიტო მუსოლინი

მალე ფაშიზმი იტალიიდან ესპანეთში, ხოლო შემდეგ - გერმანიაში გავრცელდა. გერმანიაში ფაშიზმმა ფეხი განსაკუთრებით მტკიცედ მოიკიდა. ფაშისტების გერმანელი ლიდერი ადოლფ ჰიტლერი იყო. აქაური ფაშიზმი განსხვავდებოდა იტალიური ფაშიზმისაგან, მას უფრო რადიკალური სახე ჰქონდა და მკაცრ დიქტატურად ჩამოყალიბდა.

ფაშისტური მოძრაობები გავრცელდა ინგლისში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ავსტრიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში. ფაშისტური მიმდინარეობა შევიდა ბრაზილიასა და არგენტინაშიც, თუმცა იქ მან ფეხი ვერ მოიკიდა.

ამ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი ფაშისტური ბრძოლა მოხდა ესპანეთში, სადაც გენერალმა ფრანკომ ფაშისტების დახმარებით სამოქალაქო ომში გაიმარჯვა და თავისი მმართველობა დაამყარა.

 

3

 

ფაშისტური იდეოლოგია

4

იდეოლოგია არის შეხედულებების, იდეების ერთობლიობა, რომელიც გავრცელებულია გარკვეული ადამიანების ჯგუფში. ფაშისტებსაც ჰქონდათ თავიანთი იდეოლოგია, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი იყო. ფაშისტური იდეოლოგიის მიხედვით, უპირატესობა ენიჭებოდა არა ადამიანის პიროვნებას, მის განათლებასა და თვისებებს, არამედ მის წარმოშობას, ბიოლოგიურ წარმომავლობას. გერმანელი ფაშისტები პატივს სცემდნენ მხოლოდ წარმოშობით გერმანელ ხალხს. სხვა ეროვნების ადამიანებს თავის სწორად არ მიიჩნევდნენ. სასტიკად უსწორდებოდნენ და ვერ იტანდნენ ებრაელებს. ამ იდეოლოგიას 6 000 000 ებრაელი ემსხვერპლა. ფაშისტები აღმერთებდნენ ომსა და არეულობას.

 

ფაშისტური სიმბოლოები

იტალიური ფაშიზმის სიმბოლო იყო ერთად შეკრული წკეპლების კონა, შიგ გარჭობილი ნაჯახით.

გერმანული ფაშიზმის სიმბოლოა „სვასტიკა“ - კუთხეებში მოხრილი ჯვარი.

5

ფაშიზმის იტალიური სიმბოლო

ვისაც ასეთი სიმბოლო არ ეკეთა მხარზე, ის ძალიან იჩაგრებოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე, ბევრ ქვეყანაში გავრცელებული იყო სვასტიკიანი ტანსაცმელი, გერბები და დროშები.

 

ფაშიზმის მარცხი

6

ადოლფ ჰიტლერი

ფაშიზმი, როგორც უკვე ვთქვით, დაფუძნებული იყო ძალადობაზე, ომსა და დიქტატურაზე. ეს მიმდინარეობა ებრძოდა ხალხის თავისუფლებას. სწორედ ამის გამო დიდხანს ვერ იარსება. ხალხის მასა დიდი ძალაა, მათ შეძლეს ფაშისტური რეჟიმის დამარცხება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (1945 წელი) ფაშიზმის გერმანელმა წინამძღოლმა, ადოლფ ჰიტლერმა, თავი მოიკლა. მისი სიკვდილით ფაშიზმის გავლენა მსოფლიოში ნელ-ნელა გაქრა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაშისტური იდეოლოგია აიკრძალა ყველა ქვეყანაში, სადაც ის მანამდე არსებობდა. დღეს ასეთი მიმდინარეობა უკვე აღარ არსებობს. გერმანიის სახელმწიფოს კანონი კი დღემდე კრძალავს ფაშისტური სიმბოლოების ტარებას და ამ იდეოლოგიის განვითარებას.

 

7