ფული

 

ადამიანს ცხოვრებისთვის საკვები, სასმელი, სამოსი და სხვადასხვა ნივთი სჭირდება. ყველა ამ ნივთის ყიდვა შესაძლებელია ფულით.

უძველეს დროში ფულის ნაცვლად ადამიანები ვაჭრობისთვის სხვადასხვა ნივთს იყენებდნენ. მაგალითად: ნიჟარებს, ყავის მარცვლებს, ძვირფას ქვებს და ა.შ.

 

შემდეგ ადამიანებმა ნიჟარების ნაცვლად ოქრო და ვერცხლი გამოიყენეს. ოქრო და ვერცხლი ძვირფასი ლითონებია. ისინი ძვირად ფასობს. ამიტომ ვაჭრობა ოქროთი და ვერცხლით ხდებოდა.

1

თავდაპირველად ფული მონეტების სახით იყო. მონეტები ოქროსგან, ვერცხლისგან, ბრინჯაოსგან და რკინისგან მზადდებოდა. ადამიანები მონეტებით ყიდულობდნენ საკვებს, საქონელს, სამოსს და ა.შ.

ლითონი მძიმეა. ლითონის მონეტებიც მძიმე იყო. ძალიან მდიდარ ადამიანებს ბევრი მონეტა ჰქონდათ. ბევრი მონეტის ტარება რთული საქმე იყო. ამიტომ მეჩვიდმეტე საუკუნიდან ადამიანებმა ოქრო ბანკში შეინახეს. ოქროს ნაცვლად ბანკი ქაღალდის ნიშნებს აძლევდა მათ. სწორედ ეს იყო ქაღალდის ფული. ქაღალდის ფული ცვლის ოქროს და ვერცხლი მონეტებს.

ქაღალდის ფულს უშვებს სახელმწიფო. სხვადასხვა ქვეყანაში ფულს სხვადასხვა სახელი აქვს:საქართველოში- ლარი; აზერბაიჯანში-მანათი; სომხეთში – დრამი; რუსეთში – რუბლი; ინგლისში-გირვანქა სტერლინგი (ფუნტი); ამერიკის შეერთებულ შტატებში- დოლარი...

 

2

ლარი

 

 

დრამი

 

 

მანათი

 

 

რუბლი

 

3

 

 

ამერიკული დოლარი

 

 

იაპონური იენა

 

 

ინდური რუპია

 

 

ინგლისური

ფუნტი სტერლინგი

 

4

 

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი არის პატარა ფირფიტა. საკრედიტო ბარათები ბანკებმა გამოუშვეს მეოცე საუკუნეში. საკრედიტო ბარათში შეყვანილია მფლობელის შესახებ ინფორმაცია. საკრედიტო ბარათზე ფულს ინახავენ. საკრედიტო ბარათზე ხელფასი ერიცხებათ. საკრედიტო ბარათი წარმოადგენს ფულად დოკუმენტს. მაღაზიებში შეგიძლიათ საკრედიტო ბარათით გადახდა, ქაღალდის ფულის გარეშე.

როგორც ნახეთ, ადამიანები სხვადასხვა დროს სხვადასხვა საშუალებით ვაჭრობდნენ. ფული სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის იყო:

ნიჟარები, ყავის მარცვლები, ძვირფასი ქვები;

ლითონის მონეტები;

ქაღალდის ფული;

საკრედიტო ბარათი.

 

5

 

ახალი ფული განსაკუთრებულ შემთხვევებში იქმნება.

6

მაგალითად, ახალ ზელანდიაში ახალი ფული გამოუშვეს „ჰობიტის“ მონეტები.

ჰობიტები გამოგონილი არსებები არიან. ისინი მწერალმა ჯონ ტოლკიენმა მოიგონა, რეჟისორმა პიტერ ჯეკსონმა კი ფილმი გადაიღო.

„ჰობიტმა“ მსოფლიოში დიდ წარმატებას მიაღწია.

ამიტომ ახალ ზელანდიაში შეიქმნა მონეტები.

მონეტების ფასი 24 დოლარიდან 3000 დოლარამდეა. ყველაზე ძვირი მონეტა ოქროსგან არის დამზადებული.

 

ქართული ლარი

საქართველოს ეროვნულ ვალუტას ლარი ჰქვია. ლარი ქაღალდის ფულია. არსებობს ორლარიანი, ხუთლარიანი,ათლარიანი, ოცლარიანი, ორმოცდაათლარიანი, ასლარიანი, ორასლარიანიკუპიურები. მათზე ცნობილი ქართველი ადამიანების ფოტოებია.

ერთი ლარი

ეს ერთი ლარია. ერთლარიანზე ნიკო ფიროსმანის ფოტოა. ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარი იყო.

 

ორი ლარი

7

ორლარიანზე ზაქარია ფალიაშვილის ფოტოა. ზაქარია ფალიაშვილი ქართველი კომპოზიტორი იყო. მან დაწერა ოპერა „დაისი“.

 

ხუთი ლარი

ეს ხუთლარიანია. ხუთლარიანზე ივანე ჯავახიშვილისფოტოა.

ივანე ჯავახიშვილი ქართველი ისტორიკოსი იყო. მან დააფუძნა პირველი უნივერსიტეტი საქართველოში. ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისაა.

 

ათი ლარი

ათლარიანზე აკაკი წერეთლის ფოტოა. აკაკი წერეთელი ქართველი მწერალი და პოეტი იყო.

აკაკი წერეთელი ხალხს განსაკუთრებით უყვარდა. მას „სახალხო პოეტს“ უწოდებდნენ.

აკაკის შესახებ ორი ქართული ფილმი არის გადაღებული. „აკაკის აკვანი“, რომელიც აკაკი წერეთლის ბავშვობაზეა, და „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.

 

8

 

ოცი ლარი

ეს ოცი ლარია. ოცლარიანზე ილია ჭავჭავაძის ფოტოა.

ილია ჭავჭავაძე ქართველი პოეტი და მწერალი იყო. ასევე, ილია ჭავჭავაძემ დააარსა „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და პირველი ბანკისაქართველოში.

ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკლესიამ წმნინდანად შერაცხა.

 

ორმოცდაათი ლარი

ორმოცდაათლარიანზე თამარ მეფის სურათია.

თამარ მეფე გაერთიანებული საქართველოს მეფე იყო. მისი მეფობის დროს „ოქროს ხანას“ უწოდებენ.

თამარ მეფე წმინდანად არის შერაცხული.

 

9

 

ასი ლარი

ეს შოთა რუსთაველია. შოთა რუსთაველი ქართველი პოეტი იყო.

მან დაწერა პოემა „ვეფხისტყაოსანი“.

შოთა რუსთაველის სახელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ის უდიდესი მოაზროვნე იყო.

 

ორასი ლარი

 

ორასლარიანზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტოა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია.

ის იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

 

10