მარკ ტვენი

 

მარკ ტვენი უდიდესი ამერიკელი მწერალია. მისი ნიჭი და იუმორის გრძნობა ყველა ქვეყნის მკითხველს აოცებს. მარკ ტვენის წიგნები ყველა ენაზე საინტერესო და სახალისოა.

მარკ ტვენი ფლორიდაში დაიბადა. მამამისი მკაცრი კაცი ყოფილა. დედა კი - პირიქით, ძალიან მხიარული და ხალისიანი. მარკ ტვენს მხიარული ხასიათი და იუმორის გრძნობა დედისგან გამოჰყვა. დედა ბავშვობაში ბევრ ისტორიას უყვებოდა მომავალ მწერალს. ბიჭი ძალიან ცელქი იყო, თუმცა დედის ისტორიებს იგი ყურადღებით უსმენდა. დედის მდიდარმა ფანტაზიამ ბიჭს წერის სურვილი გაუღვიძა. მარკ ტვენის მამა ადრე დაიღუპა. ბიჭი იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო.

1

პირველად სტამბაში დაიწყო მუშაობა. სტამბაში ძალიან მძიმე პირობები იყო. პატარა მარკ ტვენს საკუთარი ლოგინიც კი არ ჰქონდა. შემდეგ მან მუშაობა ჟურნალში გააგრძელა. ის ჟურნალის მუდმივი თანამშრომელი იყომარკ ტვენი სტატიებს წერდა ჟურნალისთვის. მოგვიანებით ახალგაზრდა მარკ ტვენი ნიუ-იორკში გადავიდა და იქ დაიწყო მბეჭდავად მუშაობა. საღამოებს იგი საჯარო ბიბლიოთეკაში ატარებდა. ბიბლიოთეკაში ის ბევრს კითხულობდა და ბევრად მეტი ინფორმაციის მიღება შეეძლო, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში. მარკ ტვენის პირველი შვიდი მოთხრობა სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთში.

მარკ ტვენის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა გემით მოგზაურობამ. მარკ ტვენს ძალიან მოეწონა გემის კაპიტანი. მწერალმა გადაწყვიტა გემზე მუშაობა. გემის კაპიტნობას მარკ ტვენი ორ წელიწადს სწავლობდა.

გემზე მუშაობის დროს მარკ ტვენს სულ თან ჰქონდა წიგნაკი, სადაც საინტერესო ამბებს და დიალოგებს იწერდა. რატომ აკეთებდა მარკ ტვენი ჩანაწერებს, თვითონაც არ იცოდა. მაშინ ის მწერლობას არ აპირებდა.

2

თავისი პირველი მოთხრობა მარკ ტვენმა 30 წლისამ დაწერა. მოთხრობა ძალიან მოეწონა მკითხველს. მას საუკეთესო მოთხრობად თვლიდნენ. მწერალს ეს ძალიან უკვირდა და არ ესმოდა, რა იყო მის მოთხრობაში განსაკუთრებული. მკითხველს მარკ ტვენის იუმორი და უშუალობა მოსწონდა.

3

მწერალს საკუთარი წიგნები თანდათან თავადაც მოეწონა. „ტომ სოიერის თავგადასავალი“ ის წიგნია, რომელსაც მსოფლიოს ყველა ბავშვი იცნობს. წიგნში მწერალი მოზარდების ისტორიებს გვიყვება. ეს მოზარდები სხვა ბავშვებისგან არ განსხვავდებიან, მაგრამ მათი ისტორიები ისე საინტერესოა, ყველა ბავშვს უნდა, რომ წიგნის გმირი იყოს. წიგნებში ბავშვები ცელქობენ და უფროსებს აბრაზებენ, მაგრამ კეთილები არიან. წიგნში არ წერია, რომ ბავშვები კეთილები არიან, მაგრამ ამას გრძნობ, როცა წიგნს კითხულობ... წიგნში იმასაც გრძნობ, რომ მწერალს ეს ცელქი ბავშვები ძალიან უყვარს.

4

მარკ ტვენს 3 გოგონა ჰყავდა. თუმცა მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სამივე შვილი და საყვარელი ცოლი მწერალს დაეღუპა... მარკ ტვენი მაინც აქტიური და შრომისმოყვარე დარჩა. მასთან მეგობრობა საამაყო იყო ყველასთვის.

5

ტრაგიკული მწერლის წიგნები დიდი იუმორით გამოირჩევა. დარდმა მის წიგნებზე ვერ იმოქმედა. ის ამერიკელების საყვარელი მწერალი და ყველაზე ცნობილი მოქალაქეა.