მაიკლ ჯორდანი
მაიკლ ჯორდანი მსოფლიოში ცნობილი კალათბურთელი და სპორტსმენია. იგი არაერთხელ გამხდარა ოლიმპიური მედლებისა და სხვადასხვა პრიზის მფლობელი. ჯორდანი ცნობილია არა მხოლოდ როგორც კალათბურთელი, არამედ - როგორც ბიზნესმენი.
ჯორდანი ასეთი ცნო-ბილი ერთბაშად არ გამხდარა. მთელი ცხოვრება ბეჯითად მუშაობდა და ვარჯიშობდა. ყველაფერს ნელ-ნელა და თავდადებული შრომით მიაღწია.
1
მაიკლ ჯორდანის ბავშვობა
2
მაიკლ ჯორდანი 1963 წლის 17 თებერვალს დაიბადა ბრუკლინში. ის და მისი ძმა - ლარი ერთად იზრდებოდნენ ღარიბი მუშის ოჯახში. მაიკლი ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ კაროლინაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი სპორ-ტული ნიჭი თავიდან მამამისმა აღმოაჩინა. ახალ-გაზრდობაში მაიკლის
მამაც საკმაოდ წარმატებული კალათბურთელი ყოფილა. იგი თვითონ შეუდგა 6 წლის მაიკლის სპორტულ წვრთნას. როცა ათი წლის გახდა, მას უკვე პროფესიონალი მწვრთნელი აუყვანა მამამ. მაიკლის მონდომებამ იგი არაერთ წარმატებამდე მიიყვანა. მაიკლ ჯორდანმა საშუალო განათლება ჩრდილოეთ კაროლინაში მიიღო. ის სკოლაში კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. 1985 წელს კი გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ მთელი დრო კალათბურთს დაუთმო.
3
მაიკლ ჯორდანის მიღწევები
მაიკლის თამაში მაყურებელს ძალიან მოსწონდა. ხალხი მისი თამაშების სანახავად დაუსრულებლად მოდიოდა. უამრავი პრიზი მოიგო და 5-ჯერ NBA-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეც გახდა. სეზონზე მაიკლი 3000 ქულას აგროვებდა ხოლმე, რაც სხვა მოთამაშეებისათვის წარმოუდგენელი იყო. მაიკლს თავისმა სპორტულმა წარმატებებმა დიდი ფული და პოპულარობა მოუტანა. იგი არაერთ რეკლამაში გადაიღეს. ყველაზე მომგებიანი კი მისთვის „ნაიკის“ რეკლამა იყო.
გარკვეული დროის განმავლობაში მაიკლმა უეცრად შეწყვიტა კალათბურთის თამაში. ამან როგორც მისი გუნდის წევრები, აგრეთვე არაერთი გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. მაიკლმა კალათბურთიდან წასვლის შემდეგ ბეისბოლის თამაში დაიწყო. ეს იყო მისი პროტესტი მამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. მისი მამა გაქურდეს და მოკლეს. მაიკლზე ძალიან იმოქმედა ამ ფაქტმა და კალათბურთსაც სწორედ ამიტომ დაანება თავი.
თუმცა, 2 წლის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა თამაშს. ის დაბრუნდა გუნდში „ჩიკაგო ბულზ“, სადაც პირველად დაიწყო თამაში. მაიკლის დაბრუნებამ წარმატება კიდევ ერთხელ მოუტანა გუნდს, მათ იმ წელსაც მოიგეს ჩემპიონატი.
2003 წელს მაიკლ ჯორდანმა საბოლოოდ დაასრულა კალათბურთის მოთამაშის კარიერა. თუმცა იგი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვადასხვა გუნდის მენეჯერი გახდა.
მაიკლ ჯორდანის პირადი ცხოვრება
მაიკლი შვილებთან და მეუღლესთან ერთად
4
მაიკლ ჯორდანს სამი შვილი ჰყავს: ჯეფრი, მარკუსი და ჟასმინი. იგი 2006 წელს გაეყარა მეუღლეს, რომელთანაც 17 წელი ცხოვრობდა. დღეს ორივე მშობელი უფროსი ვაჟის ჯეფრის კარიერითაა დაკავებული. ჯეფრი კარგი კალათბურთელია და დედ-მამა მას ხელს უწყობს წარმატების მიღწევაში.
5
მაიკლ ჯორდანი მეუღლესთან ერთად
დღეს მაიკლ ჯორდანი ცხოვრობს ილინოისში, ჰაილანდ პარკში და ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული.