ცხოველები
ცხოველები, ისევე, როგორც მცენარეები, ცოცხალი არსებები არიან. ისინი სუნთქავენ და იკვებებიან. ცხოველი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი არსებაა. იგი ადამიანს ცხოვრებას უადვილებს... ზოგიერთი ცხოველი ადამიანს უმეგობრდება კიდეც. თუმცა, ზოგი ცხოველი ადამიანს ზიანსაც აყენებს.
ცხოველი შინაური და გარეული შეიძლება იყოს. ადრე ყველა ცხოველი გარეული იყო. ადამიანმა ზოგიერთი მათგანი ნელ-ნელა მოიშინაურა.
ცხენი, ხარი, ძაღლი, ცხვარი, თხა, ძროხა და სხვა- შინაური ცხოველებია. ისინი ადრე ტყეში უპატრონოდ ცხოვრობდნენ. დღეს კი მათთვის სპეციალურად აგებულ, თბილ სახლებში ცხოვრობენ. შინაური ცხოველების სახლს ბოსელი ჰქვია. შინაური ცხოველებიდან ადამიანის ყველაზე კარგი მეგობარი ძაღლია. ის პატრონს ყოველთვის ერთგულად დაჰყვება და იცავს.
ხარი და ცხენი ადამიანს გადაადგილებასა და ტვირთის გადატანაში ეხმარებიან. ძროხა და თხა რძეს იძლევიან. რძისგან კი ყველი, კარაქი, მაწონი და სხვა საკვები მზადდება. ცხენის გარდა, ყველა შინაური ცხოველის ხორცს ადამიანი საკვებად იყენებს. ზოგიერთ მათგანს კარგი ტყავიც აქვს. ცხოველების ტყავისაგან ფეხსაცმელს, ქურთუკებსა და სხვა ტყავის საგნებს ამზადებენ.
გარეული ცხოველები ტყეში ცხოვრობენ. ისინი მათზე სუსტ ცხოველბს ესხმიან თავს და ამით იკვებებიან. როცა ზამთარში ტყეში საკვები უთავდებათ, ბარში ჩამოდიან. ამ დროს ისინი ადამიანისათვის საშიშ არსებებად იქცევიან. მშივრები სახლებთან ახლოს მიდიან და გარეთ დარჩენილ შინაურ ცხოველებს იტაცებენ. გარეული ცხოველებს ადამიანის შეჭმაც შეუძლიათ. მათთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ასეთ ცხოველებს მტაცებლებს უწოდებენ. მტაცებელი ცხოველებია: მგელი, დათვი, ლომი, ტურა, ვეფხვი, ფოცხვერი და ა.შ.
ლომი
ყველა გარეული ცხოველი მტაცებელი არ არის. ტყეში ბევრი უწყინარი ცხოველიც ცხოვრობს. მაგალითად, ციყვი, ზღარბი, ჟირაფი, ირემი, შველი და სხვ. ისინი მცენარეებით და ხის ნაყოფით იკვებებიან და ადამიანს არაფერს უშავებენ.
გარეული ცხოველების ნახვა, ტყის გარდა, ზოოპარკშია შესაძლებელი. აქ ისინი სპეციალურ გალიებშისხედან. ადამიანს ვერაფერს დაუშავებენ. ზოოპარკში მისვლა და
ცხოველების დათვალიერება ყველას შეუძლია. მათთან სტუმრობა განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. აქ ბავშვებს ზოგიერთ ცხოველთან ახლოს მისვლისა და კვების უფლებასაც აძლევენ.