ჩინური დრაკონი

დრაკონი მითოლოგიური ცხოველია. არავინ იცის, ნამდვილად არსებობდნენ თუ არა დრაკონები. დრაკონების შესახებ ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს. დრაკონს კარგად იცნობენ ევროპასა და აზიაში. დრაკონი განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში. ჩინურ ჭურჭელზე, ტანსაცმელზე, იარაღზე დახატულ დრაკონებს ჩინეთში ხშირად ნახავთ.

დრაკონი ძლიერია. მისი ადამიანებს ძალიან ეშინიათ. ბევრი ზღაპრის მიხედვით, დრაკონი ადამიანებს კლავს, ზოგიერთი დრაკონი ბოროტია. ჩინური დრაკონი სხვა დრაკონებისაგან განსხვავდება. ჩინური დრაკონი ჭკვიანი და ძლიერია. ჩინური დრაკონები ცხოვრობენ კლდეებში, წყალსა და ჰაერში. ჩინური დრაკონი სამია: ლონგი, ლი და ჯიაო.

დრაკონი ლი ზღვაში ცხოვრობს. მას არ აქვს რქები. დრაკონი ლი საშიშია. ჩინურ ზღაპრებში მეზღვაურები მას ძალიან უფრთხოდნენ. თუმცა, დრაკონი ლი ძალიან ძლიერი არ იყო. მისი დამარცხება ადამიანს შეეძლო...

დრაკონი ჯიაო ყველაზე სუსტია. მას ფარფლები აქვს. ჯიაო მთებსა და კლდეებში ცხოვრობდა. ის ადამიანებს არ ერჩოდა. ადამიანებიც უფრთხილდებოდნენ მას და არ აბრაზებდნენ. ჩინელებს სჯეროდათ, თუ დრაკონს არ გააბრაზებდნენ, ის მათ არაფერს დაუშავებდა.

ყველაზე ძლიერი ჩინური დრაკონი არის ლონგი. ლონგი ჰაერში ცხოვრობს. ჩინელები მას ნამდვილ დრაკონს უწოდებენ. ლონგს ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს. მას აქლემის თავი, ირმის რქები, კურდღლის თვალები და ძროხის ყურები აქვს. დრაკონი ლონგის ტანი გველისაა, ფარფლები - თევზის, მუცელი - ბაყაყის, ბრჭყალები - არწივისა და თათები - ვეფხვის. ლონგი სუნთქვის დროს პირიდან ხან წყალს უშვებს, ხან - ცეცხლს. დრაკონის ცეცხლი ყველაფერს წვავს და ანადგურებს. წყალი ყველაფერს ფარავს. თუმცა წყალი იმდენად საშიში არაა, როგორც ცეცხლი.

ჩინეთის მეფეებს ხმლებზე და ტანსაცმელზე ლონგი ჰყავდათ დახატული. ამ დრაკონს ყველა ძლიერ და უძლეველ დრაკონად მიიჩნევდა. მას ჩინეთში ხშირად სამეფო დრაკონსაც უწოდებენ. მეფეებს მიაჩნდათ, რომ მას ბედნიერების მოტანა შეეძლო.

ჩინელებს დრაკონებზე ბევრი ლეგენდა და ზღაპარი აქვთ. ჩინურ დრაკონებს ადამიანებისთვის სიკეთეც მოჰქონდათ. მათ მოჰყავდათ წვიმა, აჩენდნენ ქარს და სითბოს დედამიწაზე. ძველ ჩინელებს სჯეროდათ, რომ თუ დრაკონები დაიხოცებოდნენ, ჩინეთს წყალი წაიღებდა. აღარც მზე იქნებოდა და აღარც ჰაერი. ჩინეთში დრაკონის ბევრ ქანდაკებას და სურათს ნახავთ. აქ მას დღემდე დიდ პატივს სცემენ.