პეპი

 

„პეპი გრძელიწინდა“ საბავშვო მოთხრობაა. „პეპი გრძელიწინდა“ ასტრიდ ლინდგრენმა დაწერა.

პეპი შვედი გოგონაა. ის მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. პეპის დედა არ ჰყავს. პეპის მამა მეზღვაურია. მეზღვაურები ზღვაში დაცურავენ. პეპის მამა მეზღვაურების უფროსია.

 

1

პეპის ორი მეგობარი ჰყავს: ტომი და ანიკა. ტომი და ანიკა მისი მეზობლები არიან. ტომი ბიჭია, ანიკა გოგონა.

 

2

ისინი ზრდილობიანი და საყვარელი ბავშვები არიან. ტომი და ანიკა სკოლაში დადიან. პეპის სკოლაში სიარული ეზარება. ის ფიქრობს, რომ უკვე ბევრი რამე იცის. პეპის რომ ჰკითხოთ: „რამდენია ორჯერ სამი?“ - ის მხიარულად გიპასუხებთ: „ამხელა ხარ და მაგდენი არ იცი? რა თქმა უნდა - ოთხი!“

3

პეპის წითელი თმა აქვს. მისი თმა ცეცხლს ჰგავს. პეპი თმაზე ორი სასაცილო ნაწნავს იკეთებს. პეპის ყოველთვის მოკლე კაბები და გრძელი წინდები აცვია. „გრძელიწინდა“ მას ამიტომ დაარქვეს. პეპის ერთი წინდა სხვა ფერია, მეორე - სხვა ფერი. მას ფეხზე ძალიან დიდი ზომის ფეხსაცმელები აცვია. პეპი ამბობს: „მეზღვაურის ქალიშვილებს ასეთი ფეხსაცმელები უნდა ეცვათო“.

პეპის სახლში მაიმუნი და ცხენი ჰყავს. მაიმუნს პეპის ოთახში სძინავს, მას ბატონიელსონი ჰქვია. პეპი ძალიან ღონიერი გოგონაა. იცით, სახლიდან ცხენი როგორ გამოჰყავს? ხელში იყვანს და ეზოში მინდორზე სვამს.

 

ერთხელ პეპისთან ქურდები მივიდნენ. ორი ღონიერი კაცი იყო. პეპის ეგონა, ჩემთან სათამაშოდ მოვიდნენო. მხიარულად დახვდა და საჩუქრებიც აჩუქა.

4

მალე მიხვდა, რომ ისინი ქურდები იყვნენ. ორივე დაიჭირა, თოკი შემოახვია და ერთმანეთზე მიაბა. ასე მიბმულები ჰყავდა მთელი ღამე. ქურდები ეხვეწებოდნენ: „გაგვიშვი, სხვა დროს აღარ ვიქურდებთო“. პეპიმ დაუჯერა და სახლიდან გაუშვა. ქურდები მასთან აღარასოდეს მოსულან.

პეპის ბევრი ფული ჰქონდა. ფული მამამ დაუტოვა. სახლში მარტო ცხოვრობდა და ბევრი ფული არ სჭირდებოდა.

 

5

ის ტომისა და ანიკასთვის ხშირად ყიდულობდა კანფეტებსა და შოკოლადებს. ბევრ სხვა საჩუქარსაც ჩუქნიდა. საჩუქრებს თავის ეზოში, ხის ფუღუროში მალავდა. ტომი და ანიკა ფუღუროში საჩუქრებს პოულობდნენ და ძალიან უხაროდათ. მათ ძალიან უყვარდათ პეპისთან სტუმრად მისვლა.

აი, ასეთი უცნაური და კეთილი გოგოა პეპი გრძელიწინდა. მასთან ერთად ბავშვები ყოველთვის მხიარულობენ. პეპის შესახებ ბევრი მულტფილმია გადაღებული. ვფიქრობ, მულტფილმები მოგეწონებათ და პეპიზე ბევრს იცინებთ.

6