READING.GE

ლელო

ლელოს ბურთი

ლელოს თამაში ქართული ტრადიციული სპორტის სახეობაა. ლელო გუნდური თამაშია ბურთით, რომელიც დასავლეთ საქართველოში წარმოიშვა. განსაკუთრებით პოპულარული ლელო გურიასა და სამეგრელოში იყო. გურულები და მეგრელები ლელოს თამაშში ხშირად ერთმანეთსაც კი ეჯიბრებოდნენ. ლელო იმართებოდა ქუთაისსა და ხონშიც.

1

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და „ძალით გატანას“ ნიშნავს. ლელოს თამაში ბრძოლას ჰგავს. ადრე ლელოს ბურთი სპეციალურად მძიმე და უხეში ტყავისაგან იკერებოდა, შიგ ნახერხსა და სილას ყრიდნენ უფრო მეტი სიმძიმისათვის. ასეთი ბურთი 16 კილოგრამს იწონიდა. ლელოს მძიმე ბურთი ამ თამაშის სირთულისა და სიმძიმის სიმბოლო იყო. თამაშში ყოველთვის ის მხარე იმარჯვებდა, ვინც უფრო მეტ ფიზიკურ

2

ძალას დახარჯავდა. ლელოს თამაშს ერთი განსაკუთრებული წესი ჰქონდა: თუ რომელიმე მოთამაშე წაიქცეოდა, მთელი თამაში ჩერდებოდა. წაქცეულ მოთამაშეს არასოდეს ებრძოდნენ! სხვამ ხრივ ლელო ბურთის გარშემო გამართული ერთი ჩვეულებრივი ბრძოლა იყო. გამარჯვებული ის რჩებოდა, ვინც ლელოს მეტოქის კარში გაიტანდა.

3

სამეგრელოში ბურთის თამაშს სოფლის მღვდელი იწყებდა. თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული გუნდი ხეს თავის ფესვებიანად ამოთხრიდა და ეკლესიის კართან ააყუდებდა. ამის შემდეგ კი მღვდელი ხალხს დალოცავდა. გამარჯვებას და სიძლიერეს უსურვებდა. ლელოს თამაში განსაკუთრებით რთული იყო, ამ დროს არაერთხელ დაზიანებულან მოთამაშეები.

მე-20 საუკუნიდან ლელოს თამაშის წესები შეიცვალა. სათამაშო მოედანი უფრო დაპატარავდა, ვიდრე ადრე იყო.

4

თითოეულ გუნდში ცამეტ-ცამეტი მოთამაშეა. მათ აცვიათ სპორტული ფორმა, კედები ან ბუცები. თამაშს, მღვდლის ნაცვლად, ახლა მსაჯი იწყებს, ბურთის მაღლა აგდებით. ლელოს თამაში 60 წუთი გრძელდება. 30-30 წუთიანი ტაიმებით. ტაიმებს შორის შესვენება 15 წუთია. ნებადართულია ბურთის გაგორება, გადაცემა ხელით და ფეხით, თუმცა აკრძალულია ისეთი ილეთების გამოყენება, რომლებიც ადამიანს ძლიერ ტრამვას მიაყენებს. ლელო გატანილად ითვლება მაშინ, როდესაც ბურთი მოწინააღმდეგის ლელოს ხაზს გადაკვეთს. გამარჯვებული კი ის გუნდია, ვინც მეტ ლელოს გაიტანს.

ქართული ლელო დღევანდელი რაგბის წინამორბედია. ლელოს დღესაც სიამოვნებით თამაშობენ გურიაში, განსაკუთრებით ხშირად ლელოს თამაშები ტრადიციულ დღესასწაულებზე იმართება.

5