ლეგენდა გრაფ დრაკულაზე


\"\"

 

ვინ იყო გრაფი დრაკულა?

1

1

\"\" მე-15 საუკუნეში რუმინეთში ცხოვრობდა გრაფი ვლადი. ის ძალიან მამაცი და ძლიერი გრაფი იყო. ხალხი გრაფ ვლადს დიდ პატივს სცემდა. ვლადს ბიჭი შეეძინა. გრაფმა მას დრაკულა დაარქვა. დრაკულა „დრაკონის შვილს“ ნიშნავს. გრაფს უნდოდა,რომ მისი შვილი ძლიერი და ცნობილი გრაფი ყოფილიყო, ხალხის პატივისცემა დაემსახურებინა. როცა დრაკულა გაიზარდა ის მართლაც ძალიან ცნობილი გახდა. მაგრამ დრაკულა ხალხს არ უყვარდა. მისი ძალიან ეშინოდათ. დრაკულა ყველაზე საშიში და მკაცრი გრაფი იყო. დრაკულას მთელ მსოფლიოში იცნობდნენ. მასზე ხალხი ამბობდა, რომ ვამპირი იყო. ვამპირი ადამიანებს კლავს და მათ სისხლს სვამს...

\"\" დრაკულა ადამიანებს სასტიკად სჯიდა. როცა ის ბრაზდებოდა, ყველას კლავდა. რუმინელებმა გრაფ დრაკულას „სისხლიანი გრაფი“ დაარქვეს. დრაკულას რუმინეთში უზარმაზარი სასახლე ჰქონდა. ეს სასახლე აქ დღემდეა შემორჩენილი.

 

დრაკულას სასახლე

2

2

დრაკულას სასახლე რუმინეთში, ტრანსილვანიის ტყეშია. ამ სასახლეს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. რატომ აინტერესებთ ტურისტებს ის? სასახლეში გრაფ დრაკულას სურათებია. აქ შეგიძლიათ მისი საძინებელი ოთახის ნახვაც, სადაც ადამიანებს ახრჩობდა და კლავდა. რუმინეთში ამბობენ, რომ ცუდ ამინდში სასახლის საკვამურიდან გრაფის ხარხარი და სხვა უცნაური ხმებიც ისმის. ზოგიერთი ტურისტი ამტკიცებს, რომ ეს ხმები მათ მართლა გაიგონეს. თუმცა არავინ იცის, ეს მართალია თუ არა. ყველაზე საინტერესო სანახაობა სასახლეში არის ვახშამი ვამპირთან ერთად! დრაკულას სასადილო ოთახში ტურისტებისთვის მაგიდებს ამზადებენ. ვახშმის დროს სასადილო ოთახში უცნაური ხმები ისმის.

\"\"

 

3

3

დარბაზიც უცნაურად არის განათებული. ყველაზე საინტერესო თვითონ ვახშამია. ვახშმად სტუმარს დრაკულას საყვარელ კერძს, შემწვარ ცხვრის ხორცს სთავაზობენ. ცხვრის ხორცს წინასწარ ახვევენ წითელ თიხაში და რამდენიმე საათით ბნელ ორმოში ინახავენ. კერძის მომზადებას სტუმარი აუცილებლად უნდა დაესწროს. სანამ კერძი მომზადდება, სტუმარს დრაკულას შესახებ საშინელ ისტორიებს უყვებიან.

\"\"

4

4

დრაკულას სასადილო ოთახში ვახშმობა ბევრ ტურისტს უნდა. აქ მაგიდები დიდი ხნით ადრეა დაკავებული. ამიტომ ბევრი ტურისტი მაგიდას წინასწარ იკავებს. ხალხს აინტერესებს გრაფ დრაკულას ცხოვრება. ზოგს სჯერა, რომ ის მართლაც ვამპირი იყო, ზოგი კი უბრალოდ სასტიკ გრაფად მიიჩნევს. მთავარი ერთია, გრაფი დრაკულა დღემდე ძალიან პოპულარული ისტორიული პიროვნებაა.