CD-პლეიერი

 

სიდი-პლეიერი

შესავალი

თქვენ ალბათ ძალიან გიყვართ მუსიკა. განსაკუთრებით გიყვართ საბავშვო მუსიკა.

თქვენ ალბათ კარაოკეც გიყვართ. კარაოკე პოპულარული სიმღერის მუსიკაა. მომღერლის ხმა ჩაწეულია. თქვენ მიკროფონი გიჭირავთ. ეკრანზე სიმღერის ტექსტი ჩნდება. თქვენ სიმღერას ასრულებთ. თუმცა, ალბათ ამის ახსნა არც გჭირდებოდათ... თქვენ ალბათ ძალიან გიყვართ კარაოკე.

თქვენ ალბათ ახალი სიმღერების მოსმენაც გიყვართ. თქვენ ალბათ მშობლებს სთხოვთ, ახალი სიდი (CD)გიყიდონ.

იცით, როგორ გამოიგონეს სიდი?

 

სიდის გამოგონების ისტორია

ადრე, ძალიან ადრე, სიდი არ არსებობდა. ადრე არც სიდი–პლეიერი არსებობდა.

ადამიანები მუსიკაზე ადრეც ფიქრობდნენ. ადამიანები მუსიკას ადრეც ქმნიდნენ. ისინი მუსიკას თავში ინახავდნენ. ხშირად თავში შენახული მუსიკა იკარგებოდა. ადამიანები დაფიქრდნენ: ფიქრობდნენ, როგორ შეენახათ მუსიკა. ბოლოს მოიფიქრეს, მუსიკის ხმა ჩაეწერათ. ადამიანებმა მუსიკის ხმა სპეციალურ ფირფიტებზე ჩაწერეს.

\"\"

 

დიდხანს ასე გრძელდებოდა მუსიკის ჩაწერა. ფირფიტებს ერთი ნაკლი აღმოაჩნდათ - ფირფიტაზე ბევრი სიმღერა ვერ ეტეოდა.

სიდი ძალიან ბევრ სიმღერას იტევს. სიდიზე ყველაზე მეტი სიმღერა ეტევა. ეს მისი შემოკლებული სახელია. სიდი (CD) სრულად ნიშნავს კომპაქტდისკს (Compact Disc).

 

ვინ გამოიგონა პირველი კომპაქტდისკი?

 

ვინ გამოიგონა პირველი სიდი-პლეიერი?

 

სიდი-პლეიერი ხელსაწყოა, რომელშიც კომპაქტდისკი უკრავს.

 

პირველი სიდი და სიდი-პლეიერი

ამსტერდამში არსებობს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ტექნიკის კომპანია. ამ კომპანიას ჰქვია ფილიპსი (Philips).

სწორედ ამ კომპანიამ გამოიგონა 1979 წელს პირველი კომპაქტური დისკი. ფილიპსმა გამოიგონა პირველი სიდი-პლეიერიც.

 

\"\"

პირველი CD-პლეიერი

 

პირველი სიდი-პლეიერი ცოტა მოგვიანებით გაიყიდა. პირველი სიდი-პლეიერი 1982 წელს გაიყიდა იაპონიაში. პირველი სიდი-პლეიერი საკმაოდ ძვირი – 900 დოლარი ღირდა.

პირველ კომპაქტდისკზე ბილი ჯოელის სიმღერების ალბომი გამოვიდა. ეს ალბომი უკვე გაიყიდა. ის ძალიან ძვირი არ ღირდა. ამ სიმღერების ალბომი შექმნა „სონის“ კომპანიამ.

 

სიდი-პლეიერი დღეს

სონის კომპანია მალე მიხვდა, რომ სიდი-პლეიერი ძალიან ძვირი ღირდა. ასეთი ძვირიანი ნივთის ყიდვა ყველას არ შეეძლო. სონის კომპანიამ პლეიერის ზომა შეამცირა. პატარა პლეიერი უფრო იაფი ღირდა.

 

\"\"

 

სიდი-ლეიერი დღეს

 

დღეს მილიონობითსიდი-პლეიერი იყიდება მსოფლიოში. ახალი სიდი-პლეიერის ფუნქციები განვითარდა. ახალ სიდი-პლეიერს ბევრი ახალი ფუნქცია აქვს. ის ფილიპსის პირველი პლეიერისგან ძალიან განსხვავდება.

 

ბოლოსიტყვაობა

სიდი-პლეიერს არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ის სულ რაღაც 30 წლის წინ გამოიგონეს. ამ გამოგონებით ფილიპსმა და სონიმ ბევრი ადამიანი გაახარა. განსაკუთრებით კი - ბავშვები. დღეს სიდი-პლეიერზე ბევრი სიმღერა და ზღაპარი იწერება. თქვენ შეგიძლიათ საღამოობით ჩართოთ თქვენი სიდი-პლეიერი და საყვარელ ზღაპარს მოუსმინოთ. ასე ზღაპრებსაც ისწავლით და მერე ტკბილად დაგეძინებათ.